close
ასტრონომია - კოსმოსი

ნასა-მ „მომღიმარე“ მზის ფოტო გადაიღო

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ, ნასა-ს თანამგზავრმა მზეზე „ბედნიერი სახის“ ფოტო გადაიღო.

“ნასა-ს მზის დინამიკის ობსერვატორიამ (Solar Dynamics Observatory ) „მომღიმარე“ მზე დაინახა. ულტრაიისფერ შუქზე დანახული ეს მუქი ლაქები მზეზე ცნობილია როგორც კორონალური ხვრელები და არის ადგილები, საიდაც მზის სწრაფი ქარი კოსმოსში იფრქვევა“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
მიუხედავად  მეგობრული გარეგნობისა, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მზის გვირგვინის ხვრელები შეიძლება ნიშნავდეს დედამიწაზე მოსალოდნელ მზის ქარიშხალს. მზის ქარიშხალი არის მზის ზედაპირიდან მასის და ენერგიის  ამოფრქვევა, რაც, თავის მხრივ, დედამიწის მაგნიტური ველის დეფორმირებას ახდენს. შედეგად, ეს ქარიშხალი ზრდის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში პოლარული ციალის ხილვადობას, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ავრორა.
ნასა-ს Solar Dynamics Observatory არის სააგენტოს მისია, რომელიც მიზნად ისახავს გამოიკვლიოს, თუ როგორ იქმნება მზის აქტივობა და განაპირობებს კოსმოსურ ამინდს. ობსერვატორიის კოსმოსური ხომალდი, რომელიც პირველად 2010 წლის 11 თებერვალს გაუშვეს, ზომავს მზის ინტერიერს, ატმოსფეროს, მაგნიტურ ველს და ენერგიის გამომუშავებას.

გაზიარება:
fb-share-icon0