close
დედამიწა

ნაკრძალიდან გამოქცეული სპილოების ჯგუფი ჩინეთის ტერიტორიაზე მოგზაურობას აგრძელებს

მოხეტიალე სპილოები ჩინეთში, იუნანის პროვინციის ნაკრძალიდან გამოიქცნენ. სპილოებმა მოგზაურობა 2020 წლის მარტში დაიწყეს და ჯერჯერობით უცნობია რა იყო მიზეზი მათი მხრიდან ჰაბიტატის დატოვებისა და ხანგრძლივი მოგზაურობის დაწყებისა.

სპოლოების გადაადგილებას დრონებით აკვირდებიან და მუდმივად უთვალთვალებენ, როგორც ადგილზე, ასევე ჰაერიდან თვითმფრინავით, რადგან ისინი გადაადგილდებიან მიდვრებში, სოფლებსა თუ ქალაქებში. საბედნიეროდ, სპილოების მოგზაურობას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში გზად 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მოსავალი გაანადგურეს, ასევე ნათესები, გზად აზიანებენ სახლებსა და ფანჯრებს.

აღსანიშნავია, რომ მოგზაურობის დაწყებისას სპილოების გუნდი შედგებოდა 16 წევრისგან, თუმცა ერთი კვირის შემდეგ, ორი მათგანი უკან დაბრუნდა, გზად კი ერთი სპლიყვი შეემატათ და ამჟამად 15 სპილო განაგრძობს ხეტიალს.

აზიური სპილო გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. ჩინეთში დაახლოებით 300-მდე ითვლიან გარეული სპილოების რიცხვს და ძირითადად იუნანის პროვინციაში არიან.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0