close
კვლევები

მეცნიერებმა ღამურებში კოვიდ-19-ის მსგავსი კიდევ ერთი ვირუსი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ღამურებში SARS-CoV-2-ის მსგავსი კიდევ ერთი ვირუსი აღმოაჩინეს.

„SARS-CoV-2-ის აღმოჩენის დღიდან უამრავი სპეკულაცია არსებობს იმის თაობაზე, რომ ვირუსი ლაბორატორიაში გაჩნდა. კონკრეტულად კი, ამ სპეკულაციების თანახმად, S1/S2-ის ინსერციული მუტაცია ძალიან იშვიათია, თუმცა ამის მიღწევა, ლაბორატორიული მანუპულაციებით ადვილადაა შესაძლებელი. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ეს მოვლენა ველურ ბუნებაში ბუნებრივად ხდება. ეს კი SARS-CoV-2-ის ლაბორატორიული წარმომავლობის შესახებ მოსაზრების წინააღმდეგ მყარი მტკიცებულებაა,“- განაცხადა შანდონგის პირველი სამედიცინო უნივერისტეტის მიკრობიოლოგისტმა უეიფენ შიმ.

მეცნიერთა გუნდმა ჩინეთის იუნანის პროვინციაში 200-ზე მეტი ღამურის 302 ნიმუშის ანალიზი განახორციელეს. მათ კორონოვირუსის ორი თითქმის იდენტური გენომი  – – RmYN01 და RmYN02 აღმოაჩინეს.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ RmYN01-ი SARS-CoV-2-ს მცირედით ემთხვევა, თუმცა RmYN02-ის გენომის  93.3 პროცენტი SARS-CoV-2-ის იდენტურია. ერთი კონკრეტული გენის კი, სახელწოდებით -1ab,მსგავსება 97.2 პროცენტია.

თუმცა, მეცნიერების განმარტებით, მსგავსების მიუხედავად არ ნიშნავს, რომ COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის პირდაპირი წინაპარია და ამის თქმის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი გენი,რომელიც რეცეპტორების დამაკავშირებელი დომენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, SARS-CoV-2-ს მცირედით, მხოლოდ 61.3-ით ემთხვევა.

„ჩვენი კვლევა ამტკიცებს, რომ ღამურები, კონკრეტულად კი ცხვირნალას სახეობის ღამურები, კორონავირუსების, მათ შორის SARS-CoV-2-ის უახლოესი ნათესავების „რეზერვუარები“ არიან,“- აცხადებენ კვლევის ავტორები.

მათივე განმარტებით, ღამურებში დღემდე აღმოჩენილ კორონავირუსებს შორის SARS-CoV-2-ს ყველაზე მეტად RaTG13-ი ჰგავს, ვინაიდან SARS-CoV-2-ის და RaTG13-ის რიბო ნუკლეინის მჟავების 96.1 პროცენტი ერთმანეთს ემთხვევა.

„თუმცა, არც RaTG13-ი და არც RmYN02-ი SARS-CoV-2-ის პირდაპირი წინაპარი არ არიან, ვინაიდან ამ ვირუსებს შორის ევოლუციური დაშორება არსებობს,“- განმარტავენ მეცნიერები.

„ჩვენი კვლევა გვაძლევს მიზეზს ვივარაუდოთ, რომ თუკი ველური ბუნების კიდევ მეტი ნიმუშის ანალიზს განვახორციელებთ, კიდევ მეტ ვირუსს აღმოვაჩენთ, რომლებიც SARS-CoV-2-ის იდენტური ვირუსებია, რაც დიდ ინფორმაციას მოგვცემს იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშვა კორონავირუსი ადამიანებში,“- აცხადებენ მეცნიერები.

კვლევის შედეგები ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ  

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response