close
კვლევები

მეცნიერები აცხადებენ, რომ სასურველი სქესის ჩვილების გაჩენისთვის ახალი, უსაფრთხო მეთოდი შეიმუშავეს

ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდი, რომელიც, მათი მტკიცებით, უსაფრთხო და დაახლოებით 80%-ით ეფექტურია სასურველი სქესის ჩვილების გაჩენისთვის.
მეცნიერები აცხადებენ, რომ სიმკვრივის საზომების საშუალებით შეძლეს სპერმის იმის მიხედვით შერჩევა, X ქრომოსომას შეიცავდა ის, თუ Y-ს. კვლევის თანახმად, სპერმა, რომელიც შეიცავს X ქრომოსომას, ოდნავ უფრო მძიმეა, ვიდრე Y ქრომოსომის შემცველი.
კვლევის დროს მეცნიერებმა 1317 წყვილის გამოყენებით ცდა ჩაატარეს. წყვილები ორ ჯგუფად დაყვეს. საკვლევი ჯგუფი, რომელზეც ახალი მეთოდი გამოიყენეს, 105 წყვილს აერთიანებდა. ჯგუფში 59 წყვილს გოგო სურდა და მეთოდის საშუალებით მიღებულმა მდედრობითი სქესის ემბრიონების რაოდენობამ 79.1%-ი შეადგინა. საბოლოოდ კი 16 ჯანმრთელი გოგონა გაჩნდა.
46 წყვილს ბიჭის მშობლობა სურდა და მამრობითი სქესის ემბრიონების რაოდენობამ 79.6%-ი შეადგინა. შედეგად კი 13 ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა.
თუმცა, კვლევის დროს გადასატანად არჩეული ემბრიონის სქესი ცნობილი არ იყო.
სქესის შერჩევის საკითხი სერიოზულ ეთიკურ შეშფოთებას იწვევს და სქესის მიხედვით ემბრიონების შერჩევა ბევრ ქვეყანაში უკანონოდ ითვლება.
„სქესის შერჩევის საკითხი ეთიკური თვალსაზრისით პრობლემური საკითხია. ემბრიონების შერჩევა სქესის მიხედვით, შემამსუბუქებელი მიზეზის გარეშე, როგორიცაა სქესთან დაკავშირებული დაავადება, უკანონოა“, – განაცხადა კენტის უნივერსიტეტის პროფესორმა გენეტიკის საკითხებში დარენ გრიფინმა.
Imperial College London-ის ანდროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის, დოქტორი ჩანა ჯაიასენის აზრით, შედეგები დამაჯერებლად აჩვენებს, რომ ამ მეთოდს შეუძლია სპერმის შერჩევა ამ სპერმის გამოყენებით დამზადებული ემბრიონის სქესის დასადგენად. თუმცა, მათი ტექნოლოგიური მიღწევა უმნიშვნელოა კვლევის შედეგად წამოჭრილ სერიოზულ ეთიკურ შეშფოთებასთან შედარებით“.
კვლევა ჟურნალ Plos One-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0