close
საქართველო

კომაროველი გიორგი ბოტკოველი “Amazon”-ის და “Google”-ს გუნდს შეუერთდება

კომაროვის სკოლა კიდევ ერთი წარმატებული კურსდამთავრებულის სასიხარულო ამბავს ავრცელებს.

გიორგი ბოტკოველი აპრილიდან “Amazon”-ის გუნდს შეუერთდება, ხოლო ოქტომრიდან მუშაობას “Google”-ში დაიწყებს.

“კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, გიორგი ბოტკოველი (2018 წლის გამოშვება) 2022 წლის აპრილიდან “Amazon”-ის გუნდს შეუერთდება, ხოლო ოქტომრიდან პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის პოზიციაზე (Software Engineer) მუშაობას “Google”-ში დაიწყებს!

კომპანია “ამაზონი” უმსხვილესი საერთაშორისო ინტერნეტ-მაღაზიაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ელექტრონულ კომერციას უზრუნველყოფს. გიორგი “ამაზონის” ბერლინის ოფისს შეუერთდება 12 კვირიანი სამუშაო-სასწავლო პროგრამის ფარგლებში.

ამერიკული ტექნოლოგიური კორპორაცია “Google” ყველასთვის კარგად ნაცნობ პროდუქტებს ქმნის -Chrome, Android os, Youtube, Gmail, Maps, Drive, classroom და ა.შ. გიორგი გუგლის გუნდს ოქტომრიდან სრულ განაკვეთზე შეურთდება პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის პოზიციაზე ვარშავაში, პოლონეთში.

გიორგი ბოტკოველმა კომაროვის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო. ორი წლის შემდეგ კი უნგრეთში Eutvos Lorand University-ის კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე სრული დაფინანსებითა და სტიპენდიით.

“ამაზონსა” და “გუგლში” წარმატებით მოხვედრა გიორგისთვის საინტერესო, თუმცა რთული და გამოწვევებით სავსე პროცესი იყო. ოქტომბრის დასაწყისში გაგზავნა აპლიკაციები. გუგლში სრული განაკვეთის პოზიციაზე აპლიკაციის გაგზავნა მეგობრის, ლაშა ლაკირბაიას, რეკომენდაციით გადაწყვიტა. ლაშაც ასევე კომაროვის კურსდამთავრებულია.

აპლიკაციის შემდეგ ტესტირების და ინტერვიუების ეტაპები დაიწყო. ამაზონის დეველოპერებთან 2 ტექნიკური ინტერვიუს წარმატებით გავლის შემდეგ, ერთ საათზე ნაკლებ დროში შეატყობინეს დადებითი პასუხი. გუგლის დეველოპერებისგან კი 5 ინტერვიუსა და რამდენიმე თვიანი მოლოდინის შემდეგ მიიღო შეთავაზება.

კომაროვში სწავლის პერიოდი გიორგისთვის მრავალფეროვანი მიღწევებით იყო სავსე. 2018 წელს კომაროვის სკოლა ოქროს მედლით დაამთავრა. მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადაში მონაწილეობის შედეგად სამეცნიერო ბანაკში მოხვდა, რომლის ფარგლებშიც პოლონეთში კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში გაგზავნეს. შემდგომში სამეცნიერო ბანაკის ლიდერიც იყო. ასევე, გიორგი აქტიურად იყო ჩართული სპორტულ აქტივობებში. კომაროვში სწავლის წლებში იყო ჭადრაკის ინდივიდუალური და გუნდური ჩემპიონი, ფეხბურთისა და ფრენბურთის გუნდის წევრი.

გიორგი კომაროვი ამჟამინდელ თუ მომავალ მოსწავლეებს, ურჩევს, არ ჩაიქნიონ ხელი მიზნებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე მიზნებამდე მისვლა არარეალური და შეუძლებელიც კი ეჩვენებათ, რადგან თავდაუზოგავი შრომითა და მონდომებით ყველაფერი შესაძლებელია.

კომაროვის სკოლა ულოცავს გიორგი ბოტკოველს წარმატებას და უსურვებს მრავალ საინტერესო გამოწვევასა და წინსვლას!”- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც სკოლის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response