close
კვლევები

კვლევა -მთვარე იმაზე მეტ ლითონს შეიცავს, ვიდრე ამას აქამდე მეცნიერები ფიქრობდნენ

მთვარი იმაზე მეტ ლითონს შეიცავს, ვიდრე ამას აქამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, – ამის შესახებ მეცნიერები ახალ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებენ.

მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ იმაზე, თუ როგორ წარმოიშვა მთვარე. მისი წარმოშობის ყველაზე ცნობილი ვერსია კი ის არის, რომ დაახლოებით მარსის ზომის ობიექტი დედამიწას შეეჯახა, რის შედეგადაც მას მთვარე გამოეყო და დედამიწის გარშემო ორბიტაზე განთავსდა.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთვარის ქვეზედაპირი იმაზე გაცილებით მდიდარია ლითონით, ვიდრე ამას აქამდე ფიქრობდნენ, რაც მისი ფორმაციის შესახებ აღნიშნულ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს.

მეცნიერები ამ დასკვნამდე იმ გამოსახულებების შესწავლის შემდეგ მთვარის კრატერის ფსკერზე არსებული მტვრის რადარული ფოტოები გადაიღეს, რაც „მთვარის რეკოგნისცირების ორბიტული მფრინავი აპარატით“ განახორციელეს, რომელიც დედამიწის თანამგზავრის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობს.

სწორედ ამ გზით დაადგინეს, რომ მთვარის ქვეზედაპირზე არსებული მტვერი უფრო მეტ ლითონს შეიცავს, ვიდრე ამას აქამდე ფიქრობდნენ. მეცნიერები აქამდეც ფიქრობდნენ, რომ მთვარეს რკინის ჟანგის უფრო მაღალი შემცველობა აქვს, ვიდრე დედამიწას, ახალი კვლევა კი იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ეს სხვაობა კიდევ უფრო დიდია.

„შესაძლებელია, შეჯახება, რომლის შედეგადაც მთვარიდ ჩამოყალიბება მოხდა, კიდევ უფრო ძლიერი და გამანადგურებელი იყო, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით და ნაწილების უფრო მეტი სიღრმიდან გაიგზავნა. შესაძლოა, შეჯახება მაშინ მოხდა, როდესაც დედამიწა კიდევ უფრო ახალგაზრდა პლანეტა იყო, ვიდრე მეცნიერები დღემდე ფიქრობენ, და მაგმური ოკეანით იყო დაფარული.

„თუკი ჩვენ უფრო მეტს შევისწავლით იმის შესახებ,  თუ რა რაოდენობის ლითონს შეიცავს მთვარის ქვესტრუქტურა, ეს მეცნიერებს დაგვეხმარება ზუსტად განვსაზღვროთ, როგორ ჩამოყალიბდა, როგორ ვითარდება და როგორ უწყობს ის ხელს დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებას,” – განაცხადა ვიტერბის საინჟინრო სკოლის მეცნიერმა ესსამ ჰეგიმ.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response