close
მედიცინა

ისტორიაში პირველად, ღორის თირკმელი ცოცხალ პაციენტს გადაუნერგეს

62 წლის რიჩარდ სლეიმენი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ღორის თირკმლის ტრანსპლანტატი მიიღო. მასაჩუსეტსის General Hospital-ში შესაბამისი ოპერაცია 16 მარტს ჩატარდა. პაციენტი თავს კარგად გრძნობს და შესაძლოა, მალე საავადმყოფოდან გაწერონ.

ჩატარებული პროცედურის წარმატებულობა იმედს იძლევა, რომ ერთ დღეს ღორის ორგანოების ტრანსპლანტატები გავრცელებულ პრაქტიკად იქცევა და მისი საშუალებით ასიათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდება. ამ მომენტისთვის, მხოლოდ აშშ-ში, თირკმლის გადანერგვის მომლოდინეთა რიგში 93 000 ადამიანია.

რამდენიმე წელია, რაც მეცნიერები გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორების შესაქმნელად მუშაობენ. ეს იმისათვის, რომ კრიტიკული საჭიროების შემთხვევაში, ღორის ორგანოების ადამიანში გადანერგვა იყოს შესაძლებელი. ამ მხრივ ბოლო წლებში არაერთი ექსპერიმენტი ჩატარდა, მათ შორის ორ მკვდარ რეციპიენტზე, რომლებიც ჯერ კიდევ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყვნენ მიერთებული.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0