close

,,100 მილიონ დოლარს მივცემ მას, ვინც ნახშირორჟანგის შთანთქმის საუკეთესო ტექნოლოგიას შექმნის.”– ამბობს ილონ მასკი

 

 

უკვე ცნობილია, რომ ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა და Amazon–ის აღმასრულებელ დირექტორს ჯეფ ბეზოს გადაუსწრო. ისიც ვიცით, რომ სამყაროში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემები უფრო აქტუალური ხდება.

Tesla-სა დ  SpaceX– ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა ხუთშაბათს Twitter–ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ახალი კონკურსი. ,,100 მილიონ დოლარს მივცემ მას, ვინც ნახშირორჟანგის შთანთქმის საუკეთესო ტექნოლოგიას შექმნის.”– ამბობს ილონ მასკი

დეტალები აღნიშნული კონკურსის შესახებ ამჟამად ცნობილი არ არის და სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში გამოქვეყნდება.

2012 წელს ილონ მასკმა ხელი მოაწერა ინიციატივას, სახელწოდებით ,,“Giving Pledge”, რომელიც ბილ გეიტსმა და უორენ ბაფტმა წამოაყენეს. ინიციატივის თანახმად ხელმომწერებმა ქონების მინიმუმ ნახევარი უნდა გაიღონ და მოახმარონ სამეცნიერო განათლებას, განახლებადი ენერგიის კვლევას, კოსმოსის კვლევებს და ა.შ.

Forbes– ის სექტემბრის მონაცემებით კი ილონ მასკმა მხოლოდ 100 მილიონი დოლარი გაიღო მსგავსი პროექტებისთვის, რაც მისი ქონების 1%-ზე ნაკლებია.

მიუხედავად ამისა, ილონ მასკის მიერ შემოთავაზებული კონკურსი, ნახშირორჟანგის შთანთქმის საუკეთესო ტექნოლოგიის შექმნასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში, განსაკუთრებით ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს ამ  საკითხზე მუშაობას.

წყარო: Business Insider

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0