close
მედიცინამსოფლიო

იაპონიაში ახალი ვირუსი აღმოაჩინეს

იაპონელმა მეცნიერებმა ახალი ვირუსის იდენტიფიცირება შეძლეს, რომელიც ტკიპის ნაკბენის შედეგად ვრცელდება. ახალი ვირუსის „იეზოს“ კვლევის შედეგები, გამოცემა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

იაპონიაში უცნობი პათონოგენით ინფიცირების შემთხვევები 2014 წელს გამოვლინდა. 2020 წლამდე უცნობი ვირუსით ინფიცირების 7 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ახასიათებს ცხელება, ხოლო პაციენტების სისხლში მცირდება ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობა.

იაპონელმა მკვლევრებმა ვირუსი ორი პაციენტის სისხლში აღმოაჩინეს, რამაც მათ ახალი პათოგენის გენეტიკური ანალიზის ჩატარების საშუალება მისცა. ანალიზმა აჩვენა, რომ ვირუსი Orthonairovirus პათოგენს მიეკუთვნებოდა. ანალოგიური პათოგენი აქვს კონგო-ყირიმის ვირუსს.

2019 წელს კუნძულ ჰოკაიდოზე მცხოვრებმა ორმა პაციენტმა ტკიპის ნაკბენის შემდეგ კლინიკას ცხელების ჩივილებით მიმართა. პაციენტების სისხლის ანალიზში უცნობი ვირუსი აღმოჩნდა. ექიმებმა სისხლის ნიმუშები 2014 წელს ინფიცირებული პაციენტების ანალიზს შეადარეს, რომელთაც უცნობი ვირუსის შედეგად ცხელება გამოუვლინდათ. მკვლევრებმა „იეზოთი“ ინფიცირების 7 შემთხვევა გამოავლინეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response