close
კვლევები

დნმ-ის ანალიზმა დაადგინა, რომ ბეთჰოვენს მუსიკალურობისადმი დაბალი გენეტიკური მიდრეკილება ჰქონდა

გერმანელ კომპოზიტორს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს მუსიკალურობისადმი დაბალი გენეტიკური მიდრეკილება ჰქონდა – ასეთ დასკვნამდე კანადელი, ნიდერლანდელი, შვედი და ამერიკელი მეცნიერები კომპოზიტორის დნმ-ის შესწავლის შემდეგ მივიდნენ. მათი კვლევის შედეგები ჟურნალში Current Biology გამოქვეყნდა.

დნმ-ის ანალიზის მეშვეობით მეცნიერებმა პოლიგენური მაჩვენებელი (PGI) გამოავლინეს, რომელიც ადამიანის გენების სავარაუდო გამოვლენას აფასებს და დაასკვნეს, რომ თანამედროვე ადამიანებთან შედარებით, ბეთჰოვენის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო. კერძოდ, კვლევაში მონაწილე ადამიანების 90%-ს მუსიკისადმი მეტი მიდრეკილება ჰქონდა, ვიდრე დიდ კომპოზიტორს.

მეცნიერები აზუსტებენ, რომ გენეტიკური ანალიზის მიხედვით, ბეთჰოვენს არ ჰქონდა რითმების სინქრონიზაციის არსებითი ბუნებრივი უნარი, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მუსიკალური უნარების განვითარებაზე.

კვლევის ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ მათი ნამუშევარი ასეთი მიდგომის პრობლემებს ააშკარავებს.

„ჩვენი მიზანი იყო ამ მაგალითზე გვეჩვენებინა გენეტიკური პროგნოზების შედგენასთან დაკავშირებული პრობლემები. შეუსაბამობა დნმ-ის ანალიზზე დაყრდნობით გაკეთებულ პროგნოზსა და ბეთჰოვენის მუსიკალურ გენიას შორის მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც ბევრ რამეს გვასწავლის. ეს გვაჩვენებს, რომ გენეტიკურ ტესტებს არ შეუძლია საბოლოო პასუხი მოგვცენ კითხვაზე რამდენად ნიჭიერი აღმოჩნდება ადამიანი“, – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ტარა ჰენეჰოვიჩმა.

მეცნიერები ბეთჰოვენის დნმ-ს პირველად არ იკვლევენ. 2023 წლის მარტში მათ კომპოზიტორის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზის დადგენა სცადეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0