close
ეს საინტერესოა

დიდ ბრიტანეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება

დიდ ბრიტანეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება

დიდ ბრიტანეთში 15 ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

როგორც ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა გრენთ შეფსმა განაცხადა, ამ გზით ხელისუფლება ცდილობს კორონავირუსის გავრცელება შეაჩეროს.

აღსანიშნავია, რომ პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდება ავტობუსებში, მატარებლებში მეტროში და სხვა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაგრამ არა მაღაზიებში.

დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრის განმარტებით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებას დიდი მნიშვნელობა აქვს მით უმეტეს იმ პირობებში, როცა იქ სოციალური დისტანცირების დაცვა თითქმის შეუძლებელია.

„ეს არ ნიშნავს, რომ ქირურგიული პირბადეები უნდა გავიკეთოთ. არა, სჯობს ისინი კლინკებისთვის შემოვინახოთ და ვისარგებლოთ პირბადეებით, რომლის დამზადება სახლის პირობებშიც ადვილადაა შესაძლებელი,“- განახადა გრენთ შეფსმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს ასიმპტომური პაციენტების მიერ კორონავირუსის გავრცელებას.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 281 661 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 39 900-ს აჭარბებს.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

წყარო : theguardian

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0