close
განათლებასაქართველო

ანასტასია ლელაძე 95%-იანი დაფინანსებით ჰარვარდში

ქუთაისელი ანასტასია ლელაძე ჰარვარდის უნივერსიტეტში 95%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა. იგი უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებებს შეისწავლის.
ანასტასიას საზღვარგარეთ სწავლის იდეა მეათე კლასში გაუჩნდა, როგორც თავად ამბობს, ეს დამრიგებლისა და სკოლის დამსახურება იყო. იგი სწავლობდა ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების იდეაც სკოლის პერიოდში დაიბადა და პირველივე არჩევანი ჰარვარდის უნივერსიტეტი იყო. დიდი კონკურენციის პირობებში, ჰარვარდის უნივერსიტეტისგან ძალიან ცოტა აპლიკანტს აქვს დადებითი პასუხი. ყოველწლიურად 70 000 აპლიკაცია იგზავნება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და მათგან უნივერსიტეტი მაქსიმუმ 2 000-ს იღებს. საბაკალავრო პროგრამაზე იგი პოლიტიკის მეცნიერებებს შეისწავლის საერთაშორისო მასშტაბის პროფესორებთან ერთად, მაგისტრატურაზე კი სურს დიპლომატია ისწავლოს. ანასტასია ამერიკის შეერთებულ შტატებში 17 აგვისტოს გაემგზავრა და სწავლას შეუდგა.
“მთავარი მოტივაცია, რამაც გადამალახვინა საკმაოდ ბევრი დაბრკოლებით სავსე გზა უნივერსიტეტამდე, იყო ის, რომ ეს მხოლოდ ჩემთვის არ კეთდება, არამედ ამას აქვს დიდი მიზანი, ჩემს სამშობლოს რაღაცნაირად მოვახმარო განათლება. საუკეთესო განათლებას კი ჰარვარდში მივიღებდი”, − ამბობს ანასტასია.
უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 8 პრეზიდენტი არის ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მათ შორის – ჯორჯ ბუში, ჯონ კენედი, ბარაკ ობამა, თეოდორ რუზველტი, გარდა ამისა, მარკ ცუკერბერგი, ბილ გეიტსი და ასე შემდეგ. ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა სიაში მალე მოხვდება ანასტასია ლელაძეც.

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response