close
shutterstock_1231164460

რუმინეთში მართლმადიდებელმა მთავარეპისკოპოსმა 6 კვირის ჩვილის გარდაცვალება დაადასტურა ნათლობის რიტუალის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. BBC-ის ინფორმაციით, ჩვილს გულის შეტევა დაემართა მას შემდეგ, რაც სამჯერ ჩააყვინთინეს წყალში მონათვლის რიტუალის შესასრულებლად. როგორც შემდეგ ითქვა, ჩვილს ფილტვები წყლით ჰქონდა სავსე.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, დახლოებით 60 000 ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც რუმინელები რეფორმას და ცვლილებებს ითხოვენ. ხელმომწერებს შორის ერთ-ერთი არის სასულიერო პირი, არქიეპისკოპოსი კალინიკი. მან ერთ-ერთ რუმინულ ვებგვერდს უთხრა, რომ მას სჯერა ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ საბოლოოდ, რომელიც ტრადიციებთან შეუსაბამობაში არ მოვა და მსგავს ინციდენტებსაც აირიდებენ თავიდან.

ინციდენტი მოხდა რუმინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქში, სუჩეავაში(Suceava). მოსახლეობის ნაწილისთვის სასურველია რეფორმების გატარება ამ კუთხით, ნაწილს კი აშკარად არ სურს ტრადიციულ რიტუალში ცვლილებების შეტანა.

ვლადიმერ დუმიტრუმ, პეტიციის უკან მდგომმა თქვა, რომ ნათლობის რიტუალი ისე უნდა შეიცვალოს, რომ ზედმეტ რისკებს თავი აარიდონ. პეტიციის მთავარი მიზანია რეფორმა იყოს ზომიერი და კონსტრუქციული. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესია არ არის ცნობილი რეფორმებით, მაგრამ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ნათლობის რიტუალმა შეიძლება ცვლილებები გამოიწვიოს.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი