close
მსოფლიო

ვინ უკვეთავს სუპერ-რეალურ სახის ნიღბებს?

სუპერ რეალისტურ სახის ნიღბებზე, რომელსაც იაპონური კომპანია  REAL-f Co. ამზადებს, მოთხოვნა იზრდება. რეზინისა და პლასტმასისგან დამზადებულ ნიღაბს, რომლის ფასი 2, 650 აშშ დოლარია, ძირითადად  გასართობი, საავტომობილო, ტექნოლოგიური და უსაფრთხოების კომპანიები უკვეთავენ.

მაგალითად, იაპონურმა საავტომობილო კომპანიამ მძინარე სახის ნიღაბი დაუკვეთა, რომელიც „ძილმოკიდებული“ მძღოლის სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გასაუმჯობესებლად გამოიყენა.

REAL-f Co.-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხშირად ღებულობენ შეკვეთას საუდის არაბეთიდან, სადაც ნიღბებს მეფეებისა და პრინცებისთვის უკვეთავენ.

კომპანიის დამფუძნებელი ოსამუ კიტაგავა აცხადებს, რომ ის სიფრთხილეს იჩენს ნიღბების გაყიდვისას, რათა ისინი უკანონო მიზნებისთვის არ გამოიყენონ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები არ გააჩინოს, თუმცა კიტაგავა ასეთ საფრთხეებს მაინც არ გამორიცხავს.

REAL-f Co მომავალში 100 პროცენტით რეალური ნიღბების წარმოებას აპირებს, ამისთვის კი უფრო რბილი მასალის- სილიკონის გამოყენებას აპირებს.

„იმედი მაქვს, ასეთ ნიღბებს სამედიცინო მიზნით გამოიყენებენ. გარდა ამისა, ნიღაბი დაეხმარება ჰუმანოიდი რობოტების მწარმოებელ კომპანიებს უფრო რეალური რობოტები შექმნას,“ აცხადებს ოსამუ კიტაგავა.

წყარო : Reuters

მასალა მომაზადა : თამარ ტაბატაძემ

გაზიარება:
fb-share-icon0