close
საქართველოფსიქოლოგია

ყველა მშობელი ვალდებულია, ეს იცოდეს!

გაგიმხელთ, როგორ გახდეთ ძლიერი მშობელი. 
●●●
ეს ამბავი თბილისში არცთუ დიდი ხანია, რაც ხდება. უკვე უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია. 
☆☆☆
ჩვენს საზოგადოებაში უკვე დიდ პრობლემად იქცა აზარტული თამაშებით გატაცება, ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკზე დამოკიდებულება, ბულინგი, მშობლებისადმი ინდეფერენტული დამოკიდებულება, სიზარმაცე, აგრესიულობა, არაჯანსაღი ფსიქიკა, არასრულფასოვნების კომპლექსი და სხვა, რისი მიზეზიც ხშირად სწორედ მშობელსა და შვილს შორის არასწორი კომუნიკაციაა.
თუკი გსურთ, რომ ისწავლოთ შვილთან მართებულად ურთიერთობის ხელოვნება, უზრუნველყოთ მისი ბედნიერება, წარმატება, საინტერესო პიროვნებად ქცევა, კარგ სამეგობრო წრეში მოხვედრა და პატივისცემა თქვენდამი – საჭიროა აღსაზრდელების აღზრდის პროცესში გააზრებული და მართებული დამოკიდებულება.
■■■
ძველ საქართველოში მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბების კულტურა არსებობდა, კარგი შვილების აღსაზრდელად შეძლებული მშობლები აღმზრდელებს ქირაობდნენ, რომ შვილებს დახვეწილი მანერები და უნარ-ჩვევები განვითარებოდათ, რაც მერე ცხოვრებისეული სიძნელეების მართებულად წარმართვასა და საინტერესო ცხოვრებაში დაეხმარებოდა. ხშირად ხდებოდა ისე, რომ შვილს წლობითაც კი მიაბარებდნენ ხოლმე აღმზრდელებს. დღეს ეს კულტურა მასიურად აღარ არსებობს და დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ქართულ კულტურაში ოჯახის ინსტიტუტი ძლიერია, შესაბამისად დამოკიდებულება მშობელსა და შვილს შორის ინტენსიური და ახლო. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მშობლის/აღმზრდელის მხრიდან შვილზე/აღსაზრდელზე გადაცემული იმპულსები, ემოციები და დამოკიდებულება. დღეს ჩვენ ამ და სხვასაკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე გვინდა გესაუბროთ.
ჩვენი სტუმარი იქნება თბილისში გახსნილი ,,მშობელთა სკოლის“ ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე. ,,მშობელთა სკოლის” ფარგლებში გადამზადება უკვე გაიარა 100-მდე მშობელმა და აღმზრდელმა.  მცირე 20 სთ. კურსი ორ კვირა გრძელდება.

ვის შეუძლია მოგმართოთ?

ყველა იმ  ადამიანმა, ვისაც უნდა, რომ  სრულყოფილი ოჯახი ჰყავდეს, სადაც გაზრდილი ბავშვი  ბედნიერი, წარმატებული და საზოგადოებასთან ადაპტირებული იქნება.  გვაქვს შემთხვევები ,,მშობელთა სკოლაში“ მოდიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ ოჯახიც არა აქვთ შექმნილი, მაგრამ აცნობიერებენ პრობლემას და პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკითხს.
რა გამოგარჩევთ?
მესმის, რომ დღეს ბევრ მშობელს უჭირს გააცნობიეროს ეს პრობლემები, სანამ კონკრეტული პრობლემის წინაშე არ დადგებიან. სამწუხაროდ, მერე უკვე რაღაცეები დაგვიანებულია, თუმცა ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება გამოვნახოთ გამოსავალი. ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ ჯობია თავიდანვე გააცნობიერონ მშობლებმა შვილებთან დამოკიდებულების მნიშვნელობა. ჩვენი ფსიქოლოგები ასწავლიან შვილებთან სწორ კომუნიკაციას, რისი არარსებობაც არის მთავარი მიზეზი ოჯახში შვილებთან პრობლემებისა. ისწავლიან ურთიერთობის იმ ფორმებს, რომლებიც შვილისთვის გასაგები და მისაღები გახდება. გვაქვს შემთხვევები, რომ შვილებს ერთსა და იმავე  საკითხს ძალიან ბევრჯერ ვუმეორებთ, მაგრამ არ არის შედეგი. მერე ჩვენც ამოგვეწურება მოთმინება და გადავდივათ აგრესიაზე, რაც ყვირილით გამოიხატება და უფრო სავალალო შედეგითაც, ხშირია ხელით შეხების მომენტებიც, თუნდაც მსუბუქად. ეს შეიძლება გამოუსწორებელი ტრავმა აღმოჩნდეს შვილისთვის და მშობლისთვის, თავისთავად სტრესი და დაძაბული ცხოვრება. სწორი მიდგომების ცოდნის და დაცვის შემთხვევაში ჩვენი ბავშვები დაცული იქნებიან იმ მავნე ზეგავლენისგან, როგორიცაა: არასასურველი წრე, ნარკოტიკები, ალკოჰოლის გავლენა და მრავალი სხვა, რომელიც ქვემოთაც იქნება ჩამოთვლილი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ეს ყველაფერი კეთდება ძალდატანების, იძულების გარეშე. მხოლოდ, ვიმეორებ აქ სწორი კომუნიკაციის ცოდნა და მიდგომებია საჭირო. ამის პრაქტიკა უკვე დიდი ხანია არსებობს. სამწუხაროდ, არ იციან მშობლებმა. ხშირად გვაქვს მშობლების მხრიდან თავგანწირვის მომენტებიც, მაგრამ სამწუხაროდ 0-პროცენტიანი შედეგით.

ამ შემთხვევაში შვილებს ჩვენს სურვილებს თავზე ხომ არ მოვახვევთ?


იდეაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მშობელი მისთვის დამახასიათებული  ეგოისტური მომენტებისგან გათავისუფლდეს. იგი, უპირველეს ყოვლისა, შვილზე ორიენტირებული გახდება და მისთვის საჭირო გარემო, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, მისი სურვილის გათვალისწინებით, შეიქმნება. საქმე ისაა, რომ როდესაც მშობელი შვილთან სწორ კომუნიკაციას ისწავლის, ბავშვს თანდათანობით გაუქრება პროტესტის განცდა და მასთან დაკავშირებული მავნე ფაქტორების ძიება.  მშობელმა შვილის პრობლემების სწორად დანახვა უნდა შეძლოს. მაგალითად, ბავშვს თუ სწავლა არ უყვარს, მაშინვე იმის თქმა, რომ ის ზარმაცია, არ შეიძლება, რადგან ამის მიზეზი შეიძლება თქვენი შვილის ჰიპერაქტიურობა იყოს.

დღეს მშობლებში არ არის იმხელა თვითშეგნების დონე, რომ გააცნობიერონ ამ ცოდნის მიღების აუცილებლობა, მშობელთა სკოლის შექმნის იდეა რატომ გაგიჩნდათ?

დიდი ხანია ჩვენს საზოგადოებაში ისმება ეს პრობლემა და ბევრი გონიერი ადამიანი ამ საკითხს აცნობიერებს. ზოგი საუბრობს, რომ პრობლემა ჩვენს მენტალიტეტშია, რომ შეკრული ოჯახი იწვევს შვილის დამოკიდებულებას ოჯახზე და ართმევს მას დამოუკიდებლობას. ზოგიც ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ნორმალურია, ვიდრე თავად არ დადგემა მძიმე რეალობის წინაშე. ნაწილი ფიქრობს, რომ ოჯახის ინსტუტუტი უნდა მოიშალოს, რომ პრობლემები დაძლიოს საზოგადოებამ. რეალურად გამოსავალი სხვა რამეშია, ჯობია ვისწავლოთ სწორი დამოკიდებულება. თვითომ “მშობელთა სკოლის” იდეა დავითიანნში დაიბადა. ჩვენ გვაქვს ფსიქოლოგიის ცენტრი და სხვადასხვა საკითხებზე ვმუშაობთ. პერიოდულად ვატარებთ სხვადასხვა ტრენინგებს. ერთ-ერთი ტრენინგი ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის ფსიქოლოგიურ საკითხებსა და მეთოდიკას ეხებოდა, რომელიც 350-მა ადამიანმა გაიარა. ეს იყო მოკლე კურსი, რომელიც ისეთ საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა: დასჯის ალტერნატივა, კომუნიკაცია შვილებთან და სხვ. ანუ საკმაოდ მარტივი თემები, რაც შესაძლებელია, რომ სამ დღეში, 9 საათის განმავლობაში, აითვისო. ამ თემებთან მიმართებით განსაკუთრებით ბაღის აღმზრდელები აქტიურობდნენ, შემდეგ უკვე მშობლებიც ჩაერთვნენ. აქედან გამომდინარე, ვაცნობიერებდით, რა საზოგადოებაში არსებულ ახალგაზრდულ პრობლემებს, პრობლემებს ოჯახში, დავინახეთ რა მოთხოვნა ჩვენი მსმენელების მხრიდან, უკვე დავითიანნში აქტიურად დავიწყეთ ფიქრი, რომ შეგვექმნა სასწავლო პროგრამა, რომელიც დაეხმარებოდა მშობლებს, ახალგაზრდების აღმზრდელებს, რომ მიეცა მათთვის მეთოდები და საინტერესო გამოსავლები სხვადასხვა სიტუაციებში, რომ მარტივად დაეღწიათ თავი სხვადასხვა პრობლემებისთვის.

რამდენად არის შესაძლებელი, რომ ყველამ ისარგებლოს თქვენი მომსახურებით?

ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ. დავწერეთ რიგი პროექტები. ძალიან გვინდოდა, რომ ეს პროგრამა ყოფილიყო უფასო, მოგვეპოვებინა დაფინანსება. მაგრამ, ამ ეტაპისთვის, გვიწევს ყველა ხარჯი თავად გავწიოთ და ორგანიზება საკუთარი სახსრებით გავუკეთოთ ყველაფერს. პირველი ეტაპისთვის სკოლა 3-თვიანი იყო და უფრო ინტენსიური. მოგეხსენებათ კვალიფიციურ ტრენერებს სჭირდება დაფასება და ეს ყველაფერი დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, იძულებული გავხდით ხანგრძლივობა შეგვემცირებინა, გავხადეთ ერთთვიანი და ნაწილის დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო ,,დავითიანნმა”. პირველი ეტაპისთვის შევამცირეთ 100 ლარამდე ღირებულება თუმცა, ვერ ვახერხებდით საქმიანობას და იძულებული გავხდით გაგვეზარდა ფასი და ამ ეტაპისთვის 180 ლარია. ხშირად ხდება, რომ არიან მსმენელები, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან, რომელთაც ვაძლევთ შესაძლებლობას უფასოდაც დაესწრონ შეხვედრებს. გვაქვს ინდივიდუალური მიდგომის შემთხვევებიც, ამ დანაკლისსაც დავითიანნი ანაზღაურებს. ჩვენ ვართ ფსიქოლოგების დამოუკიდებელი გუნდი, რომელსაც დავითიანნი გვაძლევს საშუალებას და გვიქმნის პირობებს, რომ ეს კურსი წარვმართოთ. მთავარია, რომ პროექტი არ გაჩერდეს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვერგოთ ბაზარს და ხელი შევუწყოთ მათ, ვისაც აუცილებლად სჭირდებათ ეს დახმარება. იმედია, მომავალში ცნობადობა უფრო გაიზრდება და მიხვდებიან, მშობლები, რომ ჯობია დღეს გასწიო მცირე დანახარჯი, აიმაღლო ცოდნა და გამოცდილება, რომ მომავალში არ მოგიწიოს ცუდ შედეგებთან ბრძოლა და დიდი დანახარჯების გაწევა, რაც ხშირად ვერ შველის ხოლმე გაფუჭებულ მდგომარეობას –  ეს იქნება, თამაშზე დამოკიდებულების პრობლემა, ნარკომანია, ციხიდან შვილების გამოხსნა თუ სხვა პრობლემები, რომლებიც, მოგეხსენებათ, ძალიან დიდ დანახარჯებთან და ბევრ სხვა პრობლემასთანაა პირდაპირ დაკავშირებული.

კონკრეტულად ვის დახმარებას აპირებთ?  მშობლების,  მასწავლებლების, თუ ზოგადად აღმზრდელების?

იდეალური ვარიანტია როდესაც დედაც და მამაც დადის მშობელთა სკოლაში. მონაწილეობის მიღების  შემდეგ დედ-მამას გათავისებული ექნება ის მნიშვენლოვანი ფაქტორები, რაც ბედნიერი ოჯახის საფუძველი გახდება. სამწუხაროდ, მამაკაცებისგან აქტივობის ხარისხი დაბალია. უმეტესად, ბავშვის აღზრდის პროცესში მამების ჩართულობა ისევ ზედაპირულია, რაც აუცილებელია შეიცვალოს. მამის ფუნქცია ბავშვის საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფით არ უნდა განისაზღვროს. ასე ხომ სახელმწიფოსაც შეუძლია გამოკვებოს ბავშვი?
მამას ბავშვთან სწორი კომუნიკაცია უნდა გააჩნდეს. რადგან ბავშვის ფსიქიკა ძალიან ფაქიზია და მასთან ერთმა არასწორმა საქციელმაც კი, შეიძლება ის მნიშვნელოვანი კვანძი გაწყვიტოს, რაც ბავშვის მშობლისადმი ნდობას განაპირობებს. რამაც შესაძლოა პროტესტისა და რეალობისგან გაქცევის ისეთი მიზეზები წარმოქმნას როგორიცაა; სახლიდან გაქცევა, ნაადრევი ქორწინება, ნარკოტიკების მოხმარება თუ სხვ.
ალბათ ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით მამაკაცები, სათანადოდ ვერ აფასებს ამ ყველაფრის აუცილებლობას. საზოგადოების ნაკლებად განათლებულ ნაწილს აქვს იმის პრობლემაც, რომ შესაძლოა საზოგადოებრივი აზრიც ადარდებდეთ – რას იტყვის ხალხი, თუ ისინი ფსიქოლოგთან სიარულს დაიწყებენ… რეალურად ეს არაა ფსიქოლოგთან სიარულიც. ფსიქოლოგთან შეიძლება იარო როდესაც გაქვ ს შესაბამისი პრობლემები. უბრალოდ ჩვენ ვსაუბრობთ ფსიქოლოგიური ასპექტების გათვალისწინებაზე აღზრდის პროცესში, რაც სულ სხვა რამაა.
გაუგებარია, რომელი საზოგადოებრივი აზრი უნდა აჩერებდეს მშობელს, როცა საქმე შვილის კეთილდღეობას ეხება. ეს არ არის ფუფუნება – მშობლის ფუნქციისა და მისიის სწორად გაგება ოჯახის მთავარ ფუნდამენტს წარმოადგენს. მამას შვილის ფორმირებაში უდიდესი მისია ეკისრება.
სემინარებს ესწრებიან ასევე სკოლის პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები, ზოგადად ძიძები და ამ საკითხებით დაინტერესებული ადამიანები. ერთი სიტყვით, ჩვენ ვიღებთ ყველას, ვისაც ეს საკითხები სჭირდება და აინტერესებს.

,,ჩემთვის ეს სკოლა მოიაზრება, როგორც ჩვენი საზოგადოების სულიერი გაჯანსაღების უმნიშვნელოვანეს კერად. მშობელი, რომელიც ბავშვთან ურთიერთობის და კომუნიკაციის ხელოვნებას დაეუფლება, თავის ოჯახში ჯანსაღ და ბედნიერ გარემოს შექმნის. თუ თამამი განცხადება არ იქნება ვიტყვი, რომ თუ ამ საკითხებით დაინტერესებას მასიური სახე მიეცა, ძალიან დაეხმარება ჩვენს საზოგადოებას გაჯანსაღებაში.

უფრო კონკრეტული მაგალითებით რომ ვიმსჯელოთ, როგორ მუშაობს ეს მეთოდი?

ჩვენთან ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც მშობელი მოდის დაბნეული და არ იცის,  როგორ მოიქცეს, როდესაც საჭიროა მისი სამსახურში დაბრუნება და ვერ ტოვებს შვილს, ბავშვი კი განუწყვეტლივ ტირის დედის წასვლისთანავე. ვეხმარებით და ვასწავლით მშობელს თუ რას გრძნობს ბავშვი, როგორ ხდება დედასთან ამგვარი კონტაქტის დამყარება, როგორ შეძლონ სამსახურში დაბრუნება ისე, რომ ბავშვის ემოციებს ზიანი არ მიადგეს. დიდ ასაკში ვასწავლით მშობლებს, როგორ იურთიერთონ ტინეიჯერებთან, რა არის სწორი მიდგომა და როგორ მოახერხონ, რომ ამ ასაკში გახდენენ შვილის მეგობრები. მაგალითად, ჩვენ მოგვმართმა ერთ-ერთმა მშბელმა, რომლის 6 წლის შვილს მარტო დაძნების ეშინოდა და გამუდმებით ამბობდა, რომ საწოლის ქვეშ ვიღაც არის და აშინებს. ერთი შეხედვით, საკმაოდ გავრცელებული სიტუაციაა, ვინაიდან ბაღშიც ბავშები ხშირად ეუბნებიან მსგავს ამბებს, რაც, თავის მხრივ, უკვე შიშს იწვევს. ჩვენთან მშობლემა არცთუ ისე უცნობი ხერხი ისწავლა – ერთი შეხედვით მარტივი და, ცხადია, ბევრს გეცოდინებათ. ყოველ საღამოს, ბავშვთან ერთად, ფანრით ხელში ათვალიერებდა ოთახს და საწოლის ქვედა სივრცეს. ეს გრძელდებოდა ხუთი დღის მანძილზე. ეტაპობრივად, მცირდებოდა ბავშვის შფოთვის დონე, მეექვსე დღეს კი უკვე მშვიდად დაიძინა. ასევე, კიდევ ერთი ქეისი რომ გავიხსენო ჩვენთან მომართვიანობიდან, ბავშვის მხრიდან დღის რეჟიმის უგულებელყოფა, რაც გამოიხატებოდა კვების რეჟიმის არევაში და თამაშის დროის გახანგრძლივებაში. მშობელმა ჩვენს ფსიქოლოგთან ერთად შეიმუშავა სპეციალური გეგმა, რომელიც ბავშვთან შეთანხმებით შედგა, სადაც თითოეული დაცული რეჟიმისთვის ბავშვი თითო ვარსკვლავს იღებდა. კვირის ბოლოს კი, ვარსკვლავების რაოდენობა თუ იყო 90%, ბავშვი იღებდა წინასწარ შეთანხმებულ პრიზს. პრიზში ვგულისხმობთ ისევ მისთვის სასარგებლო აქტივობას ან კონკრეტული წიგნის შეძენას. ერთთვიანი თამაშის შემდგომ, ბავშვმა თვითონვე დაიწყო რეჟიმის რეგულირება. ამის გარდა სხვა უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ.
ერთი შეხედვით ცხადია, რომ ყველა მშობელი იყო ბავშვი და ყველას მეტ-ნაკლებად გამოვლილი აქვს გარდატეხის ასაკის სირთულეები, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებენ. ჩვენს სკოლაში სწავლის მეთოდი ძირითადად პრაქტიკაზეა დაფუძნებული და ხდება მშობლოსთვის იმ მომენტში აქტუალურ საკითხებზე ყურადღების გამახვილებ, რაც რეალურად ყველაზე ეფექტურია, ვინაიდან სწორედ იმ საკითხებზე ხდება ყურადღების გამახვილება, რაც თითოეულ მშობელს ადრე თუ გვიან ხვდებათ შვილებთან ურთიერთობაში.

რას ამბობენ ჩვენი კურსდამთავრებულები?

ნონა ჩხაიძე: ამ კურსის გავლის შემდგომ მე ვისწავლე, როგორ დავძლიო ეფექტურად აღმზრდელობთი პრობლემები, რის შემდეგაც ჩემი ურთიერთობა შვილებთან უფრო ჰარმონიული გახდა. მადლობა მაღალი ხარისხისთვის და ამ სფეროს ასეთი ხელმისაწვდომობისთვის.
თეკლა გოგბერაშვილი: როდესაც გეძლევა იმის საშუალება, რომ განავითარო და გააუმჯობესო ურთიერთობის ხარისხი ბავშებთან, დაეხმარო საკუთარ თავს ამ პატარა სასწაულის უკეთ გაგებაში, აუცილებლად უნდ გაუკეთო თავს ასეთი საჩუქარი და დაესწრო ,,მშობელთა სკოლას”.
ნათია გვასალია: აღმზრდელები და მასწავლებლები მუდმივად უნდა ზრუნავდნენ ბავშვის განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავება და კომპეტენციის გაუმჯობესება კი შესაძლებელია დავითიანნის მშობელთა სკოლაში”.
ლიკა წერეთელი:  ,,დავითიანნის მსობელთა სკოლიდან”, ჩვენ, მშობლები, გაცილებით უკეთესნი გამოვდივართ, ვიდრე ვიყავით, უფრო დიდი თვალსაწიერით და გამთბარი სულით, ბედნიერი ადამიანები თავიანთ გარემოსაც მშვენივრად ცვლიან.
შორენა მიქანაძე:  ,,დავითიანნის მშობელთა სკოლაში” მისვლა ჩემი შვილების უკეთესი მომავლისთვის გადავწყვიტე, აქ ვისწავლე ბავშვებთან ურთიერთობის ისეთი დეტალები, რასაც აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდი. მიხარიაა რომ საქართველოში მშობელს აქვს საშუალება ხელმისაწვდომ ფასად ისწავლოს როგორ გაუმკლავდეს ბავშვის ასაკობრივ სირთულეებს. დიდი მადლობა ,,დავითიანნის მშბელთა სკოლის” დამაარსებლებს, რადგანაც ამ კურსის გავლის შემდეგ გაცილებით მშვიდი, გაწონასწორებული და ჰარმონიული ვარ შვილებთან ურთიერთობაში.
ნინო ვეზირიშვილი:  ეს კურსი საშუალებას იძლევა სწორად გაეცნო ბავშვთა ფსიქოლოგიას პროფესიონალების დახმარებით. ეს არის შანსი მშობლებისთვის, რომ მათი ურთიერთობები შვილებთან ჰარმონიული და მჭიდრო გახდეს.

,,მშობელთა სკოლის” ტრენერები ჩვენ შესახებ:

მარინა კაჭარავა ( ადიქციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპევტი):  მშვიდობა და ჰარმონია ოჯახში ცოდნითა და მონდომებით მიიღწევა. ეს სკოლა მრავალფეოროვან ცოდნას იძლევა, რაც თითოეული ჩვენგანისთვის აუცილებლად საჭროა.
ლელა ტყეშელაშვილი ( თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი, განვითარებისა და განათლების ფსიქოლოგი): 
შვილის სიყვარული მისი სწორი აზრდის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. აღზრდაში დაშვებული შეცდომები ხშირად შვილებზე ზრუნვითა და სიყვარულით არის მოტივირებული. სწორედ ამიტომ, ყველა ადამიანი, ვინც გადაწყვიტა, რომ მშობელი იყოს, დიდი პასუხისმგებლოპბით უნდა დაეუფლოს ამ ყველაზე მნიშნელოვან პროფესიას. რაშიც ,,დავითიანნის მშობელთა სკოლა” ნამდვილად დაგეხმარებათ.
ნინო კერესელიძე ( ფსიქოლოგი, პრაქტიკოსი გეშტალტ ფსიქოთერაპევტი ,,დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის” ხელმძღვანელი):  ,
,მშობელთა სკოლა” არის შანსი მშობლებისა და აღმზრდელებისთვის, გახდნენ უფრო უკეთესნი, ვიდრე არიან, შეძლონ ისეთი ბავშვების გაზრდა, რომლებიც იქნებიან დაცულნი, წარმატებულნი და ბედნიერნი.
მაგდა მაჭავარიანი (პრაქტიკოსი გეშტალტფსიქოთერაპევტი, განწყობისა და სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრანტი)-
მშობლების ტრენინგის მიზანია მშობლების, მომავალი მშობლებისა და აღმზრდელების ინფორმირება ბავშვის საჭიროებებისა და განვითარების სპეციფიკის შესახებ, ბავშვებისა და მოზარდების აქტუალური პრობლემა: ემოციური შიმშილი, ეკრანის მავნე გავლენა, მომატებული აგრესია, ეფექტური კომუნიკაციის უნარების გამომუშავება და აგრესიის შემცირების სტრატეგიების გაცნობა, ურთიერთობის პრობლემების პრევენციის მიზნით.
ეკა ნინოშვილი (დ.უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ტრენერი-სუპერვიზორი,ბავშვთა და მოზადთა ფსიქოლოგი ) –
მშობელთა სკოლა ნიშნავს მშობლის ინფორმირებას, შესაბამისად როცა მშობელმა იცის ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები,ქცევის ანალიზი (ანუ რას გვეუბნება ბავშვი თავის ქცევით )და სხვა , აქვს შესაბამისი ინფორმაცია შვილთან ურთიერთობაში.ეს ყველაფერი ეხმარება სწორად მოახდინოს რეაგირება ბავშვის ქცევებზე, სწორად შეარჩიოს სტრატეგიები რაც ხელს უწყობს ბავშვის პიროვნების , მისი ადექვატური თვითშეფასების ფორმირებას . მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობების უფრო პროდუქტული და საინტერესო ხდება.
ნინო თოფურია (ფსიქოლოგი, გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი, დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ტრენერი, ფსიქო კლუბის მენეჯერი, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ფსიქოლოგი)-
ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი უკავია მშობლებთან და შემდგომ უკვე სოციუმთან ჯანსაღ ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ ვიყოთ კარგი მშობლები და როგორია შვილის აღზრდისადმი სწორი მიდგომა. სწორედ ამას ემსახურება დავითიანნის მშობელთა სკოლა – გასაგებად მიაწოდოს მსმენელებს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი, პრობლემა და მოგვარების პრაქტიკული მეთოდი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს საშუალება დავითიანნის მშობელთა სკოლის მსმენელებს გავუზიარო ჩემი გამოცდილება.
ნინო აზმაიფარაშვილი (განათლების სპეციალისტი, ეკო საბავშვო ბაღის მეთოდისტი)-
დავითიანნის მშობელთა სკოლა არის ადგილი სადაც ხდება ინფორმაციის სწორი კუთხით მიწოდება მშობლებთან და მასწავლებლებთან, რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსმენელს მიიღოს მაქსიმალური ცოდნა ტრენინგებიდან.

საკონტაქტო ინფორმაცია:
599 88 60 86 – მშობელთა სკოლის ხელმძღვანელი – ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე.
595 577 507 – გიორგი თავბერიძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid