close
ასტრონომია - კოსმოსი

უპრეცედენტო მოვლენა – მზის სისტემის მიღმა მდებარე პლანეტაზე წყალი აღმოაჩინეს

პირველად სამეცნიერო ისტორიაში, მეცნიერებმა მზის სისტემის მიღმა მდებარე დედამიწის მსგავს პლანეტაზე წყალი აღმოაჩინეს.

University College London-ის მეცნიერებმა ოთხშაბათს სამეცნიერო ჟურნალ Nature Astronomy-ში ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც პლანეტა K2-18b-ის ატმოსფეროში, რომელიც დედამიწისგან დაახლოებით 100 სინათლის წლითაა დაშორებული, წყლის კვალია აღმოჩენილი.

მეცნიერებმა „ჰაბლის“ ტელესკოპის საშუალებით პლანეტის ატმოსფეროზე გამავალი ვარსკვლავის სინათლის ანალიზი განახორციელეს.

მეცნიერთა განმარტებით, კვლევის მიზანი დედამიწის მსგავსი პლანეტების მზის სისტემის მიღმა აღმოჩენაა, თუმცა არა მასზე გამგზავრების მიზნით.

„ეს სამეცნიერო ფანტასკტიკის სფეროს განეკითვნება, ვინაიდან K2-18b მზის სისტემიდან 100 სინათლის წლით არის დაშორებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სინათლის სხივს პლანეტის ვარსკვლავიდან დედამიწამდე მოსაღწევად საუკუნე სჭირდება,“ აცხადებენ კვლევის ავტორები. 

აღსანიშნავია, რომ მზის სისტემის მიღმა დღემდე 4,000-ზე მეტი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0