close
განათლებაკვლევები

,,UniRank-მა” 2017 წლის საუკეთესო ქართული უნივერსიტეტები გამოავლინა

 

,,UniRank-ი“ არის  ორგანიზაცია, რომელიც განიხილავს და აფასებს აკრედიტირებულ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს მსოფლიოს გარშემო. ეს არის საერთაშორისო დონის საძიებო სისტემა, რომელიც ხელს უწყობს დაინტერესებულ პირებს მიიღონ სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის შესახებ ინფორმაცია. ამჟამად მათი მონაცემები 200 ქვეყნის 12 358 უნივერსიტეტსა და კოლეჯს აერთიანებს.

UniRank-ის მიერ განხილული უნივერსიტეტები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, რომ მსგავსი დაწესებულებები აკრედიტირებული იყოს და სთავაზობდეს სტუდენტს მინიმუმ ოთხწლიან საბაკალავრო პროგრამას, რასაც ერთვის სამაგისტრო პროგრამებიც, აუცილებელია რომ სწავლება მიმდინარეობდეს პირისპირ და არა ონლაინფრომატით. თითოეული უნივერსიტეტის პროფილი გვერდზე შენახულია და მისი განახლება უნივერსიტეტების თხოვნის შემთხევვაში უფასოა.

აღნიშნული გაერთიანება  უმაღლესი საგანმანათებლო დაწესებულებების რეიტინგის შედგენისას ხელმძღვანელობს მათი ოფიციალური ვებგვერდებით, ,,ჩვენ მიერ დადგენილი რეიტინგი არ უნდა ჩათვალოთ ერთადერთ კრიტერიუმად თქვენთვის სასურველი უნივერსიტეტის შერჩევისას,”- ნათქვამია მათ ოფიციალურ საიტზე, თუმცა, გარვეულწილად აქვს მნიშვნელობა ამ კუთხით შეფასებასაც. ,,უნივერსიტეტების რანკირება ხდება 5 მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ  ალგორითმზე დაყრდნობით, 4 სხვადასხვა ვებდაზვერვის წყაროებიდან, ესენია: Moz Domain Authority, Alexa Global Rank, SimilarWeb Global Rank, Majestic Referring Domains, Majestic Trust Flow.“

რაც შეეხება, საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტების სიას, ის ასე გამოიყურება:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  2. ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  3. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ,,გორგასალი“.
  4. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
  5. კავკასიის უნივერსიტეტი.
  6. საქართველოს უნივერსიტეტი.
  7. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსიტუტი (GIPA).
  8. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
  9. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  10. თავისუფალი უნივერსიტეტი.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid