close
მანქანათმშენებლობა

Tesla-მ ელექტრომობილების წარმოება გაზარდა და დაბალფასიანი მოდელები გამოუშვა

ამერიკულმა კომპანია Tesla-მ ელექტრომობილების წარმოება გაზარდა. უფრო კონკრეტულად კი Tesla-მ დღეში ათასი ელექტრომობილის წარმოება დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Electrek-ი წერს.

ამ დროისთვის Tesla-ს ელექტრომობილები მხოლოდ ერთ ადგილას – ფრიმონტის ქარხანაში კალიფორნიაში იწარმოება, ხოლო ელემენტები რინოში, შტატ ნევადაში. 10 ივლისს კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება ახალი საწარმოს მშენებლობაზე ჩინეთში, შანხაის მახლობლად.

Model S და Model X P100D ახლა Model S და X Performance-ად იწოდება. ფასები კი S-ისთვის $112.000, ხოლო X მოდელისთვის $117.000 იქნება.

ფასები მას შემდეგ შეიცვალა, რაც ილონ მასკმა ყველაზე იაფიანი მოდელების S და X გაყიდვა შეაჩერა და 75 კვტ სიმძლავრის ბატარეაც ამოიღო წარმოებიდან. ცვლილებები ემსახურება “ტესლას” წარმოების გამარტივებას. შეგახსენებთ, სექტემბერში კომპანიამ ფერების ასორტიმენტი ხუთამდე დაიყვანა, ხოლო ამ თვის დასაწყისში “ტესლამ” საწარმოო ძალებიც შეამცირა.

Tesla Model 3 ყველაზე დაბალფასიანი ელექტრომობილია, რომელიც საბაზისო კომპლექტაციით ერთჯერადი დამუხტვის შემთხვავში 350 კმ მანძილს ფარავს. ავტომობილის საწყისი ღირებულება 35 ათასი დოლარია.

გაზიარება:
fb-share-icon0