close
მსოფლიო

ტაილანდელი ბავშვების პირველი ვიდეო, რომლითაც მათ მთელი მსოფლიო ააღელვეს

დღეს დატბორილ მღვიმეში 17 დღიანი „ტყვეობის“ შემდეგ გათავისუფლებული ტაილანდელი ბავშვების პირველი ვიდეო გავრცელდა. ვიდეოში ჩანს საავადმყოფოს საწოლებში მოთავსებული ბავშვები, რომლებიც იცინიან და ხელს უქნევენ მაყურებელს.

მყვინთავებმა ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის მღვიმეში ჩარჩენილი ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების 12 წევრისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია 8 ივლისს დაიწყეს და 10 ივლისის საღამოს წარმატებით დაასრულეს.

სამაშველო ოპერაციის ხელმღძვანელმა ნარონგსაკ ოსოტანანაკორნმა პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ინციდენტის გამო არავის დადანაშაულება არ შეიძლება. „ეს ბავშვები არც დამნაშავეები არიან და არც გმირები. ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო,“ განაცხადა ნარონგსაკმა.

23 ივნისს 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ. ხელისუფლებამ სამაშველო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან სეზონური წვიმების დაწყების შემთხვევაში არსებობდა საფრთხე, რომ დარჩენილი სივრცე, რითიც ბავშები ჰაერს იღებენ, წყლით დაიფარებოდა.

მწვრთნელმა აკაპოლ ჩანტაუონიმ ბავშვების მშობლებს წერილი გაუგზავნა, სადაც პატიებას თხოვდა. “დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ბოდიშს გიხდით მშობლებს, რომ თქვენი შვილები ამ გამოქვაბულში მე წამოვიყვანე,“ – აღნიშნულია მწვრთნელის წერილში, რომლის პასუხადაც მშობლებმა შემდეგი შენაარის წერილი დაწერეს : “არც ერთი მშობელი არ არის თქვენზე გაბრაზებული, ასე რომ, არაფერზე ინერვიულოთ და თავს გაუფრთხილდით“.

 

გაზიარება:
fb-share-icon0