close
ასტრონომია - კოსმოსი

SpaceX მომავალი წლიდან მთვარის გარშემო კერძო ფრენებს განახორციელებს

SpaceX მომავალი წლიდან მთვარის გარშემო კერძო ფრენების განხოციელებას დაიწყებს.

როგორც კოსმოსური კვლევის ტექნოლოგიების აღმასრულებელმა დირექტორმა, ელონ მასკმა, ჟურნალისტებს განუცხადა, პირველი კერძო ფრენა 2018 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. მასკმა ერთკვირიანი მოგზაურობის მსურველთა ვინაობისა და ბილეთის ფასის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ „მათ შორის ჰოლივუდელი არავინაა.“

მან ასევე განაცხადა, რომ ორი მომავალი ტურისტი უკვე გადის სპეციალურ ტრენინგს, რათა მომავალი მისიისთვის მოემზადონ.

SpaceX-ის ორკაციანი „მთვარის ავანტიურა“ ითვალისწინებს დედამიწიდან 480,000 – 640,000 კმ-ის მოშორებით ფრენას, სანამ დედამიწის მიზიდულობის ძალა კოსმოსურ ხომალდს ატმოსფეროში არ დაააბრუნებს.

აღნიშნული ტრაექტორია „ნასას“ 1968 წლის Apollo 8-ის მისიის მსგავსი იქნება.

მუსკის განცხადებით, თუკი ნასა გადაწყვეტს, რომ მთვარის ირგვლივ პირველი გაფრენა თავად განახორციელოს, აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს.

აღსანიშნავია, რომ „ნასა“ პილოტირებული კოსმოსური ფრენების განხორციელებას 2018 წლის ბოლოსთვის გეგმავს.

SpaceX-ის კუთვნილი რაკეტა Falcon Heavy, რომლის გამოყენებასაც კომპანია მთვარის ტურისტული მისიის განსახორციელებლად აპირებს, პირველ სატესტო გაფრენას მიმდინარე წლის ბოლოს განახორციელებს. ელონ მუსკი აცხადებს, რომ მთვარის გარშემო განხორციელებული მისიები ხელს შეუწყობს  SpaceX-ის გრძელვადიანი მიზნის განხორციელებას, რაც ადამიანის მარსზე გაფრენას ითვალისწინებს.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid