close
კულტურა

,,სხვისი სახლი” ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტია

ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოებამ პრესტიჟული ჯილდოს Outstanding Achievement Awards ნომინანტები დააანონსა.
ნომინანტებს შორის მოხვდა ისეთი ცნობილი და წარმატებული ფილმები, როგორებიცაა: Arrival, Lion, La La Land, Moonlight და Silence.
ერთ-ერთ ჯილდოზე Spotlight Award 4 ნომინანტს შორის წარდგენილია ცნობილი ესპანელი ოპერატორი Gorka Gomez Andreu ფილმისთვის ,,სხვისი სახლი”.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელ კინოოპერატორთა ნომინანტი ქართველი რეჟისორის ნამუშევარი გახდა.
რუსუდან გლურჯიძის ,,სხვისი სახლი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის მთავარი პრიზები კარლოვი ვარის, ბერგენისა და ევრაზიის საერთაშორისო ფესტივალებზე.
ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთისა და ხორვატიის კოპროდუქციაა.
Outstanding Achievement Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიალი 4 თებერვალს 31-ედ გაიმართება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response