close
AMGიზნესის საინტერესოა

უფასო მოგზაურობა, შეუზღუდავი შვებულება ანაზღაურებით, კვერცხუჯრედების გაყინვა – საუკეთესო სამსახურები

საუკეთესო კომპანია სამუშაოდ

ახალი თაობის თანამშრომლებისთვის მაღალი შემოსავალი მთავარი აღარ არის. თანამედროვე ადამიანს ისეთ კომპანიაში უნდა მუშაობა, რომელიც მას არამხოლოდ მაღალ ხელფასს და გულუხვ პრემიას შესთავაზებს, არამედ ცხოვრების ხარისხს გაუუმჯობესებს. ასეთი გარემოს და დაბალანსებული სამუშაო გრაფიკის ძებნაში ბევრი დაიღალა, ძველი სამსახური დატოვა და საკუთარი კომპანია შექმნა. რა დამატებითი სტიმულები აქვთ ცნობილ კომპანიებს თანამშრომლების შენარჩუნებისთვის და ვის რა ფინანსური თუ არაფინანსური ბონუსები აქვს?

Airbnb-ი ინტერნეტკომპანიაა, რომლის ვებგვერდის დახმარებითაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ხანმოკლე ვიზიტებისთვის სასურველ აპარტამენტს მოძებნით და წინასწარ დაიქირავებთ.

Airbnb-ი ყოველწლიურად თანამშრომლებს 2000 დოლარამდე თანხას უხდის იმისთვის, რომ მათ ვებგვერდზე განთავსებული რომელიმე ბინა/სახლი დასვენებისთვის შეარჩიონ.

Glassdoor-ის მიერ 2016 წელს ჩატარებული გამოკითხვით, რომელშიც დასაქმებული ადამიანები თავად აფასებდნენ დამსაქმებელ ორგანიზაციას, Airbnb-ი სამუშაო პირობების მხრივ საუკეთესო კომპანიად დასახელდა.

ამ კატეგორიაში მოწინავე კომპანიები არიან Netflix-ი და LinkedIn-ი.

Netflix-ს ანაზღაურებადი შვებულების კონცეფციის შემოქმედსაც უწოდებენ. “ჩვენი მიდგომა ასეთია: “აიღეთ შვებულება! ჩვენ არ გვაქვს რაიმე წესები ან ფორმები, რომლითაც დასვენების დღეების რაოდენობაა გაწერილი”, – წერია Netflix-ის ვებგვერდზე.

ზუსტად ასეთი მიდგომა აქვს პროფესიულ სოციალურ ქსელ LinkedIn-ისაც, სადაც მიაჩნიათ, რომ შეუზღუდავი ანაზღაურებადი შვებულება თანამშრომლებს მოქმედების სრულ თავისუფლებას ანიჭებს და საკუთარი ცხოვრების სურვილისამებრ კონტროლის შეგრძნებას უჩენს.

კომპანიები, რომლებიც ქალებს კვერცხუჯრედების გაყინვას სთავაზობენ

Apple-მა და Facebook-მა კომპანიაში ქალი პროგრამისტების მოსაზიდად საინტერესო მეთოდი აირჩიეს. ისინი მზად არიან ქალ პროგრამისტებს კვერცხუჯრედების გასაყინად და შესანახად 20 000 დოლარი გადაუხადონ.

,,ჩვენ გვსურს, რომ, ერთი მხრივ, ქალებს Apple-ში მუშაობის შანსი მივცეთ, მეორე მხრივ კი ოჯახის შექმნის მოტივაცია და ახლობლებზე ზრუნვის შესაძლებლობა გავუჩინოთ”, – აცხადებენ Apple-ში.

კვერცხუჯრედის გაყინვა, გრძელვადიან პერსპექტივათა კატეგორიას განეკუთვნება და ქალი ბავშვის გაჩენას როცა მოისურვებს მაშინ შეძლებს.

თავის დროზე Apple-ისა და Facebook-ის ამ “ბონუსს” უარყოფითი რეაქციაც მოჰყვა. კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ასეთი მიდგომით, კომპანიები ქალებზე ზეწოლას ახდენენ, უფრო კონკრეტულად კი “ქალები აღარ ჩქარობენ ბავშვების გაჩენას”.

სამსახური, სადაც ძაღლის მიყვანა ნებადართულია

მსოფლიოში ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საოცნებო სამუშაო ადგილად აღიარებულ Google-ში, თანამშრომლებს ოთხფეხა მეგობრების წაყვანა შეუძლიათ.

აღმოჩნდა, რომ Google-ის ძალიან ბევრი თანამშრომელი ძაღლების მოყვარულია. Google-ის წესდებაში წერია, რომ კომპანიის თანამშრომელს სამსახურში ძაღლის მიყვანა შეუძლია – “ჩვენ გვიყვარს კატები, მაგრამ ძაღლების კომპანია ვართ, ასე რომ კატა ჩვენთან სტუმრობით თავს კარგად ვერ იგრძნობს”, – ამბობენ Google-ში.

Reed.co.uk-ის ცნობით, დასაქმებული ბრიტანელების 8% სამსახურში ძაღლით დადის.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2