close
აქართველო

შესაძლოა, ვარდების მოედანს სახელი შეეცვალოს

ვარდების მოედანი

შესაძლოა, ვარდების მოედანს სახელი შეეცვალოს – ამის შესახებ დღეს კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მერმა თქვა, თბილისის მერია ვარდების რევოლუციის მოედნისთვის, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიებას მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოება ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს.

ამ საკითხზე თბილისის საკრებულოს წევრები 2 მაისის სხდომაზე იმსჯელებენ.

განსახილველად არის 20-დღიანი ვადა საჭირო, რათა გადაწყვეტილება უკვე იქნას მიღებული. იქიდან გამომდინარე, რომ წელს საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, თბილისის საკრებულო გამოდის ინიციატივით, რომ „ვარდების რევოლუციის“ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე – 26 მაისი და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი თარიღია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid