close
საქართველოტრანსპორტი

შესაძლოა, თბილისში ტრამვაის მოძრაობა აღდგეს

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მიხედვით, მერიამ 2018-2023 წლებში ტრამვაისთვის საპილოტე დერეფანი უნდა შეარჩიოს, კვლევა ჩაატაროს, პროექტირებისა და განხორციელების გეგმები დასახოს. 

გენგეგმის მიხედვით, კერძო ტრანსპორტის მოთხოვნებზე დაქვემდებარებული სისტემური მიდგომა უნდა შეიცვალოს და საქალაქო სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტიზაცია შემდეგი თანმიმდევრობით უნდა მოხდეს: საფეხმავლო, არამოტორიზირებული, საჯარო ტრანსპორტი და კერძო ტრანსპორტი. ქალაქის საჯარო ტრანსპორტით უზრუნველყოფა სამი დონის მეშვეობით განხორციედეს: ტრანზიტული საჯარო ტრანსპორტი; საუბნო საჯარო ტრანსპორტი; ლოკალური „შემკრები“ საჯარო ტრანსპორტი.

 „კარგად შეკავშირებული ქალაქის“ კონცეფცია გულისხმობს ქალაქში პარკირების განფასების სისტემის შექმნას, უსაფრთხო საველოსიპედო კავშირების მოწყობასა და, თბილისის რელიეფის გათვალისწინებით, ქალაქის შემაღლებულ ტერიტორიებთან სატრანსპორტო კონტაქტის განხორციელებისათვის საბაგირო კავშირების განვითარებას.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid