close

რობოტების მწარმოებელმა კომპანიამ გაავრცელა ვიდეო, თუ როგორ ასრულებს რობოტი SpotMini ადამიანის დავალებას და ეწინააღმდეგება დაბრკოლებას, რომელიც დავალების შესრულებაში ხელს უშლის.

ვიდეოში ჩანს, რომ როცა მამაკაცი რობოტს კარის გაღებასა და გასვლას უბრძანებს და შემდეგ კი, როცა ცდილობს, რობოტი შეაჩეროს, SpotMini მას წინააღმდეგება და პირველ დავალებას ასრულებს.

მამაკაცი ჰოკეის ჯოხის გამოყენებით რობოტს უკან წევს და ხელს უშლის კარებიდან გასვლაში, თუმცა SpotMini-სთვის ეს თავდასხმა მოულოდნელი არაა, ის წინააღმდეგობას უწევს ადამიანს და პროგრამული უზრუნველყოფა მისი ფეხებისა და სხეულის დარღვეულ ბალანსს არეგულირებს.

ვიდეო კომპანია ,,Boston Dynamics-მა“ გაავრცელა, რომელიც ,,Japan’s SoftBank Group-ის“ კუთვნილი კომპანიაა, ეს უკანსაკნელი კი იაპონიის  მთავრობის მიერ რობოტოტექნიკაში განხორციელებული ინვესტიციის ნაწილია.

კომპანიის 12 თებერვალს გავცელებულ ვიდეოში კი ჩანს, როგორ უმკლავდება ორი SpotMinis-ი ერთსა და იმავე დაბრკოლებას და დახურულ კარს ერთობლივი ძალით აღებენ.

თავდაპირველად კართან ერთ-ერთი რობოტი მიდის, აანალიზებს მის პოზიციას ჩამონტაჟებული კამერის საშუალებით და შემდეგ ,,კოლეგას” გზას უთავისუფლებს, რათა მან კარი გააღოს.

აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ მედიაში 9 დღის მანძილზე 8 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა.

ეს რობოტები განკუთვნილია იმისთვის, რომ შეისწავლონ დაბრკოლებები, და როგორც ჩანს, ყველაზე დიდი დაბრკოლება ჯერჯერობით მათთვის არის ადამიანები და არა კარი.

 

წყარო:  https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid