close
ვლევებიედიცინასოფლიო

სენსაციური აღმოჩენა: ძველი ჩინური მელანი კიბოს უჯრედებს კლავს

ჩინური მელანი კიბო

საუკუნეების მანძილზე ჩინელი მხატვრები და კალიგრაფისტები მელანს სხვადასხვა ამბის გადმოსაცემად იყენებენ, თუმცა, შესაძლოა, მათმა მედიატორმა ახალი დანიშნულებაც შეიძინოს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ტრადიციულ, მცენარეულ ჩინურ მელანს, რომელსაც Hu-Kaiwen მელანს უწოდებენ, გამორჩეული მოლეკულური თვისებები აქვს, რომლებიც იდეალურია კიბოს უჯრედების მოსაკლავად.

ჩინელ მეცნიერთა ჯგუფმა – Hu-Kaiwen-მა მელნის (ანუ Hu-mk-ის) კვლევა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მელანსა და ხელოვნური ნანონაწილაკებს შორის, რომელსაც კიბოს მკურნალობისას ფოტოთერმულ თერაპიაში იყენებენ, მსგავსებები აღმოაჩინეს.

ფოტოთერმული თერაპიის დროს ნივთიერებები, რომლებიც ნანონაწილაკებს შეიცავენ, ინექციის გზით სიმსივნეში შეჰყვათ და შემდეგ ლაზერით ასხივებენ. როგორც კი ლაზერი კიბოს უჯრედებში განთავსებულ ნანონაწილაკებს ხვდება, უჯრედები  ცხელდება და კვდება.

 ამ „ტროას ცხენის“ ერთ-ერთი პრობლემა სხეულში შესაყვანი სწორი მასალების პოვნაა. მეცნიერებს დღემდე მრავალი ხელოვნური ნანონაწილაკი აქვთ შესწავლილი, თუმცა, ზოგიერთი მათგანი ტოქსიკური აღმოჩნდა, ზოგი – ძვირი, ხოლო ზოგი – ძნელად დასამზადებელი.

მაგრამ Hu-Kaiwen-ის მელანს ყველა ის თვისება აღმოაჩნდა, რასაც მეცნიერები ეძებდნენ: სინათლისა და სითბოს შთამნთქმელი საჭირო ფერი,მდგრადობა  წყალში, არცთუ ძვირი ღირებული და რაც მთავარია, არა ტოქსიკურობა.

 ჰიპოთეზის შესამოწმებლად მკვლევარებმა გაანალიზეს მელანი და აღმოაჩინეს, რომ ის მცირე ნახშირბადის ნანონაწილაკების აგრეგატებს შეიცავდა, რომლის გაცხელება 5 წუთის განმავლობაში ახლო ინფრაწითელი დასხივების გზით 55 გრადუს ცელსიუსამდე შეიძლებოდა.

უფრო მეტიც, მელანმა დიდი მდგრადობა გამოავლინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ამ თვისებების შენარჩუნება დიდი ხნის განმავლობაში შეეძლო.

ლაბორატორიებში ტესტირებისას მელანი ნორმალურ პირობებში ადამიანის უჯრედებთან ბიოშეთავსებადი აღმოჩნდა, თუმცა გაცხელების შემდეგ კიბოს უჯრედების მოკლა.

თაგვებზე ჩატარებულ ცალკეულ ტესტებში მელანი ასევე მაღალეფექტური აღმოჩნდა და მისი საშუალებით კიბოს იმაზე მეტი უჯრედები მოკვლა გახდა შესაძლებელი, ვიდრე ჩვეულებრივი  ფოტოთერმული თერაპიის დროს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მელანი ინექცირებული ცხოველებისთვის ტოქსიკური არ აღმოჩნდა.

კვლევების შემდგომი ეტაპი მელნის ადამიანებზე ცდებში გამოყენებაა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ცდები პროგრესულად წარიმართება, უძველესი მელანი კაცობრიობას კიდევ უფრო დიდ სამსახურს გაუწევს, ვიდრე აქამდე.

კვლევის შედეგები სამეცნიერო  ჟურნალ   ACS Omega-ში გამოქვეყნდა.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2