close
საქართველოფსიქოლოგია

საქართველოში ფსიქოთერაპიისა და რელაქსაციის ინოვაციური ცენტრი ფუნქციონირებს

ნევროზი, დეპრესია, სტრესი – ეს ყველაფერი 21-ე საუკუნის დაძაბულ რეჟიმთან საკუთრებით მჭიდროდაა დაკავშირებული. ადამიანებს, როგორც არასდროს, განსაკუთრებით სჭირდებათ, მოიპოვონ სიმშვიდე, სულიერი წონასწორობა. ამისთვის კი – არაერთო ცენტრი იქმნება, თუმცა, მათი უმეტესობა ინოვაციური და ეფექტური მეთოდებიოთ ვერ გამოირჩევა. უკვე ერთი წელია, რაც ამ ბაზარზე გაჩნდა ,,რესურსი” – ფსიქოთერაპიის, არტთერაპიისა და რელაქსაციის ცენტრი, რომლის მიზანიც სლოგანში ჩანს – ,,გზა სტრესიდან სიმშვიდისაკენ”.

როგორც ,,რესურსში” განმარტავენ, მათი მთავარი მიზანია, ადამიანებს სტრესის მოხსნაში, რელაქსაციაში დაეხმარონ. აგრეთვე –  ასწავლონ, როგორ მართონ ნევროტული სიმპტომები ან როგორ მოიქცნენ პანიკური შეტევის დროს.

საინტერესოა, რომ  ამ ცენტრში სხვადასხვა ფსიქოლოგიურ პრობლემაზე მუშაობენ – ნევროზზე, შიშზე, უძილობაზე, ოჯახურ კონფლიქტზე, ყოველგვარ დამოკიდებულებაზე, გარდატეხის ასაკის სირთულეებზე, ბავშვთან კრიზისული ასაკის თავისბურებებზე, დაოჯახების პრობლემებზე, სექსუალურ დარღვევებზე, გამოცდის ან გასაუბრების შიშზე, ეგზისტენციალურ კრიზისზე, თვითუკმაყოფილებაზე. ამ ყველაფერზე კი – არტთერაპევტი მერაბ ონიანი და ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი სხვა პროფესიონალებთან ერთად მუშაობენ.

ცენტრის ინოვაციურობის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ერთ სივრცეში კომპლექსურად მუშაობს ფსიქოთრაპევტი, არტთერაპევტი და რადენიმე ინოვაციური  ტექნოლოგიის  აპარატურა პროფესიონალი სპეციალისტებით.

ამ მხრივ, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მუშაობა სინგლეტურ-ჟანგბადური თერაპიის  ინოვაციური აპარატით – ,,Singlet  Oxygen Energy-თ“, რომელიც:

  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას 35%-ით;
  • ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სტატუსს ზრდის 20%-ით.
  • თავისუფალი რადიკალები ნაკლები ჩნდება.
  • არტერიული კედლის სიხისტე ქვეითდება 20%-ით, რაც უფრო დაბალია სიხისტე, მით უფრო დაბალია ინსულტისა და ინფარქტის ალბათობა.
  • სტრესის ინდექსი (SI) ქვეითდება 28%-მდე.
  • მაღლდება პარასიმპატიკური ნერვული სისტემის აქტივობას 70%-ით.
  • ქვეითდება რძის მჟავის წარმოქმნა 15%-მდე.

ასევე, ცენტრ ,,რესურსში” აქვთ ენერგეტიკული ცენტრების   დიაგნოსტიკური აპარატურა, სადაც ჩანს ადამიანის  ენერგეტიკული ცენტრებისა და მერიდიანების   მდგომარეობა. ზოგადად,  თითოეული ცენტრი ფსიქოლოგიურად სხვადასხვა თემაზე აგებს პასუხს და დიაგნოსტიკის შემდეგ, ამ ყველაფერს სპეციალისტები ითვალისწინებენ ფსიქოთერაპიის პროცესში. ამ დიაგნოსტიკას შეუძლია შეაფასოს ორგანიზმის საერთო ენერგეტიკული, ასევე – გულსისხლძარღვთა და ვეგეტატიური ნერვული სისტემის მდგომარეობა, ორგანიზმის ადაპტაციის დონე, ბიოლოგიური რიტმების ჰარმონიზაციის ხარისხი, პაციენტის ბიოლოგიური წლოვანება. დიაგნოსტიკისას შესაძლებელი ხდება,    შეიქმნას და ჩაიწეროს სპეციალური ხმოვან–სიხშირული და სუნთქვითი ვარჯიშის რეცეპტი, რომელიც დადებითად მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობასა და ზოგად მდგომარეობაზე.

ცენტრში აგრეთვე  ტარდება  ინოვაციური მასაჟი   ვერცხლისძაფიანი სპეციალური ხელთათმანებით (წერტილოვანი ალგორითმით). ქსოვილებში ღრმა შეღწევადობით სიხშირულ–ტალღოვანი  მასაჟი აუმჯობესებს  ორგანიზმის იმუნურ სტატუსს, ლიმფოდრენაჟს, მიკროცირკულაციას.

არსებობს სხვადასხვა ტიპის პაკეტი, საჭიროების მიხედვით: პაკეტი ,,რელაქსი”, პაკეტი ,,რესურსი”, წონის კორექციის პაკეტი, პაკეტი ,,კოქტეილი”, უძილობის თერაპიის პაკეტი, ,,დამოკიდებულებების“ პაკეტი.

,,ძალიან გაამართლა ნევროზის დროს კომპლექსურად მუშაობამ –  ფსიქოთერაპიამ ამ ინოვაციურ სადიაგნოსტიკო და თერაპიულ აპარატურასთან ერთად. ეს მიდგომა გვეხმარება ბიზნესმენებთან და დაძაბულ გრაფიკით მომუშავე ადამიანებთან, რომელთაც სტრესის მაღალი ხარისხი აქვთ. ასევე, გვაქვს ჯგუფური თერაპია ქალებისათვის და ცალკე მოზარდებისათვის, სადაც ვიყენებთ არტთერაპიულ ტექნიკებს, ტრანსულ მდგომარეობას და სხვა ფსიქოთერაპიული სკოლების მეთოდებს”,–ამბობს ნინო კანდელაკი.

ცენტრი ატარებს  ტრენინგებს ფსიქოლოგებისა და ამ თემებით დაინტერესებული ადამიანებისათვის. ყოველ წელს ტარდება 5-თვიანი ტრენინგი არტთერაპიაში, არის მოკლე კურსებიც – ბავშვთა ფსიქოთერაპიაში, ფსიქოსინთეზში, ზღაპრით თერაპიაში, სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიაში. ,,რესურსი” კომპანიებს საავტრო ტრენინგს სთავაზობს არტთერაპიის ტექნიკებით.

 

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid