close
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

საქართველოში ინოვაციური სარეკლამო კომპანია გაჩნდა

 „Edvex-“ ქართული სტარტაპია, რომელიც ავტომობილის მფლობელებს, მანქანაზე რეკლამის განთავსების შემთხვევაში, გამომუშავების საშუალებას აძლევს, ხოლო ბიზნესის წარმომადგენლებსსარეკლამო სივრცეს უქმნის. კომპანიასტარტაპ საქართველოსერთერთი გამარჯვებულია.

„Edvex-ის” საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გარერეკლამა, კერძოდ, რეკლამა მანქანებზე. ეს არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მძღოლებსა და ბრენდებს. მსოფლიოში და კერძოდ, საქართველოში, გარერეკლამაზე მოთხოვნამ და ავტომობილების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ამავდროულად, რეკლამა მანქანებზე სხვა გარერეკლამის საშუალებებთან შედარებით, ყველაზე ეფექტური და თვალსაჩინოა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს „Edvex-ის” დაფუძნება.

ეს არის ორმხრივი შეთავაზება მძღოლებისთვის და ბრენდებისთვის. მათი სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც სურს გააკეთოს ეფექტური რეკლამა აბსოლუტურად ინოვაციური გზით. ასევე ნებისმიერ მძღოლს აქვს საშუალება გამოიმუშავოს დამატებითი შემოსავალი. ამისათვის საჭიროა მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა და რეგისტრაცია. ამჟამად, აპლიკაცია ანდროიდისთვისაა დამზადებული, მაგრამ უახლოეს მომავალში „iPhone“-ის მომხმარებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

„Edvex-ის” მობილური აპლიკაცია მონიტორინგს გაუწევს მძღოლის გადაადგილებას და თანხას გავლილი მანძილის პროპორციულად დაურიცხავს. რაც შეეხება ბრენდებს, მათ შეეძლებათ ონლაინრეჟიმში, Live რუკაზე, თვალი ადევნონ დარეკლამებული ავტომობილების გადაადგილებას, მიიღონ დეტალური ინფორმაცია გავლილ მანძილზე და გაიგონ რამდენი ე.წ. ნახვა (სავარაუდოდ რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა) დააგროვა თითოეულმა ავტომობილმა.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid