close
აქართველოიმია

სახალისო მეცნიერება ანუ ქართველი ქიმიკოსის წარმატება

31906892_2225638674337032_2356919645060988928_n

ერთი შეხედვით თავად მეცნიერება და მისი ყველა დარგი საკმაოდ რთული და ბევრისთვის გაუგებარიცაა.  ფორმულების გროვა, ჩახლართული სისტემები, გაუგებარი ტერმინები – ყველაფერი ეს სწორედ ისაა, რაზეც ზოგადად სამყარო დგას, თუმცა უჩინარი თვალისთვის მაინც დაფარულია.

22  წლის გიორგი კოტორაშვილმა გადაწყვიტა რთული და თითქოს „მოსაწყენი“ მეცნიერების დარგი, კერძოდ ქიმია,  გაემხიარულებინა და მას მეტი სიფერადე შემატა.

საშუალო განათლება მან 210-ე საჯარო სკოლაში მიიღო. სკოლის პერიოდიდან მოყოლებული განსაკუთრებული სიყვარულით ქიმიას სწავლობდა. თეორიების შესწავლის შემდეგ პრაქტიკით დაინტერესდა. აგრარულ უნივერსიტეტში ლავუაზიეს წრეში ჩატარებული ცდები მისი ტრამპლინი აღმოჩნდა და იმ დიდი გზის დასაწყისი, რაც მან ქიმიის სიყვარულიდან ამ დიდი  მეცნიერების ლაბირინთებამდე  განვლო.

ამჟამად ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობს და  პარალელურად ქიმიკოსად მუშაობს.

გარდა ამისა, საკუთარი ქიმიის სკოლა აქვს, სადაც ბავშვებს თავის გამოცდილებას უზიარებს და მეცნიერების სიყვარულს უნერგავს.

გიორგი სახალისო მეცნიერებათა მუზეუმ „ექსპერიმენტორიუმში“ მუშაობს და მეცნიერულ პროექტეზე მუშაობს, რომელიც ქიმიას კიდევ უფრო მეტ ხალისს და ხალხურობას მატებს.

როგორც თვითონ ამბობს,  მისი მიზანია ერთი შეხედვით რთული და გაუგებარი მეცნიერება ყველასთვის საყვარელ და სახალისო საქმედ აქციოს.

გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაინტერესებულია ღვინის და ყავის ტექნოლოგიებით. პრაქტიკებს გადის დუგლაძის ქარხანაში, სადაც ეუფლება თავის საყვარელ საქმეს.

ასევე თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად უყვარს ახალი და საინტერესო ადგილების დალაშქრვა.

გიორგი საკუთარ საქმესა და მეცნიერებისადმი სიყვარულზე დოქტრინას ესაუბრა:

როდის და რატომ გაგიჩნდა ქიმიის მიმართ სიყვარული?

-ქიმიისადმი სიყვარული გამიჩნდა,  მაშინ როდესაც ცხოვრებაში პირველად მივაღწიე მცირედ წარმატებას. ქიმია თავიდან მეგონა ძნელი სასწავლი, მაგრამ სახალისო ცდების დახმარებით ეს სტერეოტიპი დავამსხვრიე.

გვიამბე შენს ერთ-ერთ პროექტზე.

-სტუდენტების და უნივერსიტეტის დახმარებით შევქმენით პროექტი ,,შეიყვარე პროფესია და შეაყვარე სხვას “, რომლის დახმარებითაც სკოლები გადიოდნენ რეგისტრაციას chemistry.ge -ზე.  რის შედეგადაც სკოლებში ვგეგმავდით ვიზიტს.  ამ ვიზიტის ფარგლებში ბავშვებს ვუზიარებდით ცოდნას და  ვატარებდით სახალისო ცდებს.

– სახალხო პროექტ ,,ნიჭიერში“ მიიღე მონაწილეობა და საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიე. რა გამოცდილება იყო ეს შენთვის?

-2017 წელს მივიღე მონაწილეობა პროექტში ” ნიჭიერი” , სადაც ვაჩვენებდი მეცნიერების დახმარებით სახალისო ცდებს,  ამავდროულად მეცნიერებას ვუწევდი პოპულარიზაციას.

 პროექტმა უფრო კომუნიკაბელური გამხადა და უფრო მეტი შესაძლებლობა მომცა, ხალხისთვის მეჩვენებინა,  ის რაც მე ასე ძალიან მიყვარს ანუ საკუთარი საქმე.

– რამდენად რთულია ერთი შეხედვით გაუგებარი მეცნიერების გახალისება?

-მეცნიერება   ყველასთვის რთული,  გაუგებარი ფორმულებისგან შედგება, მაგრამ ვცდილობ, ჩემი საქმით და სახალისო ცდებით  ეს ყველაფერი გავხადო მათთვის გასაგები. მინდა ამ სფეროსადმი   ინტერესი გავაღვიძო  მეცნიერებისგან  ,,შეშინებულ“ თაობაში.

მასალა მოამზადა;  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2