close
ეკონომიკაკვლევებიპოლიტიკასაქართველოსოციოლოგია

სიმბოლურად ბავშვთა დღისთვის: საარსებო შემწეობას 150 186 არასრულწლოვანი იღებს

საქართველოს სახალხო დამცველმა – ნინო ლომჯარიამ  ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

როგორც კვლევიდან ირკვევა,  ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ქვეყანაში კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა.

,,საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა საგანგაშოა და 150 186-ს შეადგენს, თუმცა ეს არ ასახავს სრულ სურათს და გაცილებით მეტია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ოფიციალური სტატისტიკის მიღმა რჩებიან, როგორიცაა – ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, ასევე – არიან ბავშვები, რომლებიც, სიღარიბის მიუხედავად, ვერ ხვდებიან სახელმწიფო შემწეობის პროგრამაში.

საგანგაშოა ისიც, რომ 2017 წელს, სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სწორედ სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო გაიყვანეს”, -წერია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მთავარ პრობლემად რჩება ბავშვების დაცვა ძალადობისგან.  აქვე – საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფოს დღემდე არ აქვს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაცისას და დახმარების ეფექტიანი სისტემა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid