close
ასტრონომია - კოსმოსი

რუსი და ფრანგი ასტრონავტები 6-თვიანი მისიის შემდეგ კოსმოსური სადგურიდან დაბრუნდნენ

რუსი კოსმონავტი და ფრანგი ასტრონავტი პარასკევს რუსულ სოიუზ კაფსულით დედამიწაზე დაბრუნდნენ. მათ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ექვსი თვე გაატარეს.

რაც შეეხება მისიის კიდევ ერთ მონაწილეს – ამერიკელ ასტრონავტ პეგი უიტსონს, ის ორბიტაზე მოძრავ ლაბორატორიაზე სექტემბრამდე დარჩა.

რუსმა კოსმონავტმა – ოლეგ ნოვიცკიმ და ფრანგმა თომას პესკეტმა კოსმოსური სადგური დილით, 6:47 საათზე დატოვეს და დაახლოებით 4 საათში პარაშუტით ყაზახეთის ქალაქ ჟეზყაზღანში დაეშვნენ.

რაც შეეხება სადგურზე დარჩენილ უიტსონს, ის შეერთებული შტატების ეროვნული აერონავტიკის და კოსმოსის ადმინისტრაციის ორ ასტრონავტთან – იურჩიკინსა და ჯეკ ფიშერთან ერთად სადგურზე მანამ დარჩება, სანამ იქ კოსმონავტთა ახალი გუნდი ჩავა.

უიტსონი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მესამედ მსახურობს, იმ დროისთვის, როცა ის სექტემბერში დედამიწაზე დაბრუნდება, ორბიტაზე 660 დღეზე მეტი ექნება გატარებული.

მსოფლიოს ყველაზე გამოცდილ კოსმოსურ მფრინავად რუსი კოსმონავტი გენადი პადკალა მიიჩნევა, რომელსაც ორბიტაზე 878 დღე აქვს გატარებული.

 

წყარო:Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld