close
ბიზნესიფრაზები

რიჩარდ ბრენსონის 10 საყვარელი ფრაზა სიკეთის შესახებ

 ,,ჩვენ, ყველამ, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ვიყოთ მეტად მეგობრულები, ხელგაშლილები და თავაზიანები; ამ გზით ჩვენ უზრუნველვყოფთ მასობრივი საფუძვლის შექმნას პოზიტიური ცვლილებებისთვის; Virgin Group-ის სამუშაო პოლიტიკა მხოლოდ სიკეთეზეა აგებული. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ შევქნათ ღია, თანაბარი შესაძლებლობების მქონე და სამართლიანი სამუშაო გარემო, რომელშიც ყველას პატივისცემით ეპყრობიან და მეორე შანსი ყველას ეძლევა” – ეს რიჩარდ ჩარლზ ნიკოლას ბრენსონის სიტყვებია, რომელიც Virgin Group-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ვინც რიჩარდ ჩარლზ ნიკოლას ბრენსონს არ იცნობთ, გეტყვით, რომ იგი ცნობილი ინგლისელი ბიზნესმაგნატი, ინვესტორი და ქველმოქმედია. 1950 წლის 18 ივლისს ლონდონში დაიბადა და საკმაოდ ნაადრევ ასაკში გამოთქვა სურვილი გამხდარიყო ძალიან წარმატებული ადამიანი. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში რიჩარდ ბრენსონს ჰქონდა პირველი ბიზნესი, გამოსცემდა ჟურნალს, სახელწოდებით – ,,სტუდენტი”.
1970-ში რიჩარდმა ელექტრონული ბიზნესის წარმოება დაიწყო. 1972 წელს კი მან გახსნა ხმის ჩამწერ სტუდიათა ქსელი: Virgin Records, მოგვიანებით, ცნობილი, როგორც Virgin Megastores. 1980-იან წლებში ბრენსონის მიერ დაარსებული ბრენდის პოპულარობა სწრაფად გაიზარდა, სწორედ ამ წლებში დაარსა მან ავიაკომპანიაც, Virgin Atlantic, რამაც მკვეთრად გააფართოვა მისი მუსიკალური ლეიბლი Virgin Records-ი.
რიჩარდ ბრენსონის საქმიანობა მუსიკისა და ტრანსპორტის გაყიდვების სფეროში (როგორც სახმელეთო, საჰაერო, ასევე საზღვაო), მისი სიყვარული თავგადასავლების მიმართ და მისი საქველმოქმედო საქმიანობა გახდა იმის მიზეზი, რომ ბრენსონი ბრიტანული კულტურის, ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილი ფიგურის სტატუსის მატარებელია.
რიჩარდ ბრენსონი, BBC-ის გამოკითხვებში, ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს 100 საუკეთესო და გამოჩენილ ბრიტანელს შორის. Forbes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრენსონის შემოსავლის წლიური ბრუნვა 5.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი სამეწარმეო საქმიანობის გამო, 2000 წელს, რიჩარდ ბრენსონს ბუკინგემის სასახლეში, მეფის გვრგვინის წინაშე, სპეციალური ტიტული მიენიჭა პირადი დამსახურებისთვის.
ვებგვერდზე, virgin.com-ი, რიჩარდ ბრენსონი, თავისივე რუბრიკის საშუალებით პერიოდულად გვთავაზობს სხვადასხვა შინაარსის სტატიას, რომლებიც, ძირითადად ბრენსონის პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული და გამოირჩევა საქმიანი, ცხოვრებისეული რჩევებით. სიტყვები, რომლებიც დასაწყისში წაიკითხეთ, რიჩარდ ბრენსონის რუბრიკაში, 10 აპრილს გამოქვეყნებული სტატიის თემატიკას – სიკეთეს ეხება. ცნობილი მაგნატი ფავორიტ 10 ცნობილ სიკეთის შთამაგონებელ ფრაზას სთავაზობს მკითხველს:
10. ,,სიკეთის არცერთი მცდელობა, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს იგი, ფუჭი არ არის” – ეზოპე
9. ,,სიკეთე ყოველთვის მოდაშია და ყოველთვის მისასალმებელია” – ამელია ბარი
8. ,,იქ, სადაც ადამიანია, ყოველთვის არსებობს სიკეთის ქმნადობის შესაძლებლობა” – ლუციუს ანეუს სენეკა
7. ,,სიკეთე ის ენაა, რომელიც ესმით ყრუებს და რომელსაც ხედავენ ბრმები” – მარკ ტვენი
6. ,,სადაც არ უნდა იყო, იყავი მცირე სიკეთის ავტორი; ეს სიკეთის ის პატარა ნამცეცებია, ერთად აღებული სამყაროს რომ აერთიანებს” – დესმონდ ტუტუ
5. ,,თუ გსურს იყო მეამბოხე, იყავი კეთილი” – პანჩო რამოს სტირლი
4. ,,კეთილი სიტყვა შეიძლება მოკლეა და მარტივად გამოითქმის, თუმცა მისგან გამოწვეული ექო, დაუსრულებელია” – დედა ტერეზა
3. ,,ყოველთვის იყავი საჭიროზე ოდნავ კეთილი” – ჯეიმს ბარი
2. ,,სიკეთის ერთჯერადი აქტი ყველა მიმართულებით ისვრის ფესვებს. ფესვებით კი ახალი ხეები იზრდება” – ამელია ერჰარტი
1. ,,სიყვარული გაცილებით ბუნებრივი მოვლენაა ადამიანისთვის, ვიდრე მისი საპირისპირო” – ნელსონ მანდელა.

 

წყარო: www.virgin.com

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid