close
ისტორია

რატომ აღნიშნავენ ახალ წელს 14 იანვარს?

საქართველოში ახალ წელს ორჯერ –  1-ლ და 14 იანვარს აღვნიშნავთ. საქართველოს გარდა ამ დღეს ახალ წლის დადგომას რამდენიმე მართლმადიდებელი ქვეყანაც ზეიმობს. ძველით ახალი წლის ტრადიცია შემონახულია ასევე რუსეთში, სომხეთში, ბელარუსში,  ყაზახეთში, მონტენეგროში, მოლდოვაში, უკრაინაში, შვეიცარიაში…

ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია დაკავშირებულია ორ კალენდარულ სისტემას შორის განსხვავებასთან. ერთია იულიუსის ,,ძველი სტილის” კალენდარი, მეორე კი გრიგორიანული ,,ახალი სტილის” კალენდარი – რომლითაც ცხოვრობენ თანამედროვე ადამიანები. სწორედ ამიტომ, ახალი წელი ძველი სტილით აღინიშნება  14 იანვარს იმ ქვეყნებში, სადაც მართმადიდებლური ეკლესია კვლავ იულიუსის კალენდრით სარგებლობს.

პრაქტიკულად ყველა ევროპული სახელმწიფო გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში.

მორწმუნე ადამიანებს ძველით ახალი წელი აძლევს საშუალებას იზეიმონ ახალი წლის დადგომა, როდესაც მარხვა უკვე დასრულებულია, სწორედ ამიტომ, ქართველების გარკვეული ნაწილი მხოლოდ  14 იანვარს აღნიშნავს.

 ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid