close
სიცოცხლე მედიცინა

მსოფლიოს უხუცეს ადამიანად აღიარებული ჟანა კალმანი 122 წლის ასაკში საფრანგეთში 1997 წელს გარდაიცვალა.

ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მალე გამოჩნდება წამალი, რომელიც ხანდაზმულობის დაავადებებს შეამცირებს და ცხოვრების ჯანსაღ წლებს გაახანგრძლივებს.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარი – ობრი დე გრეი, ამტკიცებს, რომ სიბერე ,,განკურნებადი” დაავადებაა. მისი მტკიცებით, სამედიცინო მიღწევები საშუალებას მისცემს ადამიანებს ასობით წლის განმავლობაში იცხოვრონ.

ობრი დე გრეიმ საკუთარი ფული, მილიონობით ფუნტი, დახარჯა დაბერების პროცესის გამოსაკვლევად. ის ,,SENS Research Foundation-ის” მთავარი მეცნიერ თანამშრომელია, რომელსაც ლაბორატორიები აქვს სილიკონ ველიში, კალიფორნიაში.

ობრი დე გრეი ერთადერთი მეცნიერი არაა, ვისაც სჯერა, რომ ადამიანებს გაცილებით ხანგრძლივად შეუძლიათ სიცოცხლე, ვიდრე ახლა ცოცხლობენ.

2013 წელს „Google-მა“ კომპანია Calico დააარსა, რომლის მისიაა „ადამიანებს დიდხანს და ჯანრთელად ცხოვრების შესაძლებლობა“ მისცეს.  Calico ჯერჯერობით თავის კვლევებს არ ასაჯაროვებს. მისი კვლევა ანონიმურ შენობაში მიმდინარეობს.

2016 წელს Facebook- ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა პირობა დადო, რომ საუკუნის ბოლოს შესაძლებელი გახდებოდა ,,ყველა დაავადების განკურნება, აღკვეთა ან მართვა.“

ლორა დემინგმა, კალიფორნიელმა საწარმოს კაპიტალისტმა, შექმნა Longevity Fund-ი, რომელიც ინვესტირებას ახორციელებს კომპანიებში, რომლებიც ცდილობენ სიბერესთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტას.

მეცნიერები აცხადებენ, რომ სიცოცხლის გახანგრძლივება ადვილად შესაძლებელია მარტივ ორგანიზმებში, ხილის მწერებსა და ჭიებში. თუმცა ის ევოლუციურ კიბეზე აღმასვლასთან ერთად თანდათან რთულდება.

დაბერების კვლევის ინსტიტუტის პროფესორი – გორდონ ლითგოუ  ხელმძღვანელობს ლაბორატორიას, რომელიც იკვლევს, როგორ შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა მიკროსკოპული ჭიებსა და ადამიანის უჯრედების კულტურაში.

“ხანდაზმულობა მარტივ ლაბორატორიულ ორგანიზმში არის პლასტიკური, ჩვენ შეგვიძლია სიცოცხლის ხანგრძლივობა 500 პროცენტით გავზარდოთ, ცოტა უფრო რთულ ცხოველებში – 20-30 პროცენტით, ჯერჯერობით უცნობია, რა ხდება ადამიანის შემთხვევაში, თუმცა, ამ მხრივ, ინტენსიური კვლევები ტარდება“  – აცხადებს ლითგოუ.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მედიცინა მალე შეძლებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვნად გაზრდას.

წყარო: http://www.bbc.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid