close
მსოფლიოსაქართველო

Radisson Collection Hotel – წინანდლის მამული წლის საუკეთესო სასტუმროს პროექტად აღიარეს

უკრაინაში აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების ფორუმი და დაჯილდოება  გაიმართა, სადაც Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate წლის საუკეთესო სასტუმროს პროექტის ნომინანტებს შორის გამოარჩიეს. პროექტის შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით სფეროს ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ მოხდა.
URE Club-ისა და EuropaProperty.com-ის მიერ ორგანიზებულ დაჯილდოებაზე საერთაშორისო ჟიურიმ წლის საუკეთესო პროექტები და კომპანიები, 34 ნომინაციაში გამოავლინა. EE Real Estate Project Awards-ი აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის უძრავი ქონების ბაზრების საკვანძო ორიენტირადაა აღიარებული. ფორუმი ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ბელორუსიის, მოლდოვისა და უკრაინის საუკეთესო სამშენებლო-დეველოპერებს, ინვესტორებს, ბანკირებს და არქიტექტორებს აერთიანებს. წლევანდელ ღონისძიებაზე საკუთარი ქვეყნების უძრავი ქონების ბაზრები 200-მდე კომპანიამ წარმოადგინა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0