close
აქართველო

პრემიერი: ,,მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ”

შახტა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინდელის შახტში გარდაცვლილი მუშების ოჯახს მიუსამძიმრა. მისი თქმით, სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

„მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში.

სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას.შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი“, – ნათქვამია ბახტაძის განცხადებაში.

გამოძიების დასრულებამდე, ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება.

ტყიბულის შახტში ტრაგედია დღეს დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა.

16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

,,დოქტრინა” უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს!

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid