close
მსოფლიო

პიზის დახრილი კოშკი თანდათან სწორდება

იტალიის ქალაქ პიზაში მდებარე პიზის დახრილიკოშკი, რომელიც თავისი დახრილობით  მთელ მსოფლიოშია ცნობილი, თანდათან სწორდება.

კოშკის სამეთვალყურეო ჯგუფმა, რომელიც აღდგენით სამუშაოებს ადევნებს თვალს, განაცხადა, რომ კოშკის საყრდენი სტაბილურდება და „ნელნელა დახრილობაზე უარს ამბობს“.

მათი ინფორმაციით, შუა საუკუნეებში აგებული 57 მეტრის სიმაღლის კოშკი ბოლო ოცი წლის განმავლობაში დაახლოებით 4 სანტიმეტრით გასწორდა.

აღსანიშნავია, რომ 1990 წელს ეს გამორჩეული ტურისტული ადგილი არსებობის 800 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად დაიხურა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ვინაიდან კოშკი ვერტიკალიდან  დაახლოებით 4, 5 მეტრით გადაიხარა.

საერთაშორისო კომიტეტი, რომელსაც პოლონელი ექსპერტი პროფესორი მიჩელე ჯამიოლკოვსკი ხელმძღვანელობდა, კოშკის აღდგენაზე 1993-2001 წლებში მუშაობდა. შედეგად, კოშკი 35 სანტიმეტრით გასწორდა, რაზეც 200 მილიონი ფუნტი დაიხარჯა ( 1 ფუნტი = 3.41ლარს).  

კოშკმა დახრა აგებიდან 5 წელიწადში, 1173 წელს დაიწყო, რისი მიზეზიც ის გახლავთ, რომ თიხის დაქვიშის საფარი, რომელზეც გაშენებულია კოშკი, კოშკის სამხრეთ ნაწილში უფრო რბილია, ვიდრე ჩრდილოეთში.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

წყარო : BBC

გაზიარება:
fb-share-icon0