close
იზნესიანათლებააქართველოექნოლოგიები

პირველკურსელი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობს

ლევან აბულაძე

ლევან აბულაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების პირველი კურსის სტუდენტია და უნივერსიტეტის გუნდთან ერთად ხელოვნური ინტელექტის პროექტზე აქტიურად მუშაობს. პროექტის დეტალებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ის თავად გვიამბობს.

-ლევან, კონკრეტულად რაში მდგომარეობს პროექტი ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელზეც მუშაობ?
– 2017 წლის სექტემბრიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს განათლებაში ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის შექმნას. მე და მიხეილ ბატიაშვილმა გავაგრძელეთ პროექტზე ერთობლივი მუშაობა და „HP-ის“ მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის დახმარებით, შევქმენით ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ვასწავლეთ სხვადასხვა ბიზნესმიმართულება. ინტელექტის მიზანი იყო ლექტორისთვის ასისტირების გაწევა, შედეგად ჩავრთეთ სწავლების პროცესში, სადაც წარმატებით გაართვა თავი საკუთარ მოვალეობებს.
-რა გამოხმაურება მოჰყვა თქვენ მიერ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს?
-2018 წლის იანვარში ჩვენი ხელოვნური ინტელექტი წარვადგინეთ ლონდონის განათლებისა და ტექნოლოგიების გამოფენაზე, სადაც ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. ეს არის ხანგრძლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის მაქსიმალურ ინტეგრირებას ადამიანის საქმიანობაში. იგი ადამიანთან ინტერაქციით გაამარტივებს განათლებასა და ბიზნესსაქმიანობას.
ამ მომენტისთვის დაინტერესება დიდია და ‘,,განათლების ეროვნული ცენტრისთვის’’ ვქმნი ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც აბიტურიენტებს გაუმარტივებს ინფორმაციის მოპოვებას გამოცდების შესახებ. ასევე, აპრილის თვიდან ვიწყებ მუშაობას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განხრით. შეიქმნება ხელოვნური ინტელექტი, რომლის მიზანიც იქნება ადამიანების გათვიცნობიერება სამედიცინო საკითხებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და დახმარების გაწევა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სწორად წარმართვაში. -როდის და რატომ დაინტერესდი აღნიშნული სფეროთი?
-ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან დიდი ინტერესი მქონდა ტექნოლოგიებისადმი. ყოველდღიურად ვაკვირდებოდი მის განვითარების პროცესს, რის შედეგადაც დავინტერესდი ხელოვნური ინტელექტის სფეროთი და დავიწყე მისი შექმნის შესწავლა.
ხელოვნური ინტელექტი, ეს არის მომავლის ტექნოლოგია. ზოგადად, როდესაც ხელოვნურ ინტელექტზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ,,ციფრული უკვდავება’’, რომელიც აზრებსა და ცოდნას აძლევს მუდმივად არსებობის საშუალებას. დღესდღეობით, მას არ შეუძლია კომპლექსური საკითხების გადაჭრა, თუმცა აქვს კონკრეტული პრობლემის მოგვარების უნარი. რეალურად, ხელოვნური ინტელექტი არის ადამიანის მომავლის ტექნოლოგია, რომელსაც დიდი როლი უკავია კაცობრიობის განვითარებაში.
-საინტერესოა, შენი სამომავლო გეგმები.
– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, იგეგმება ,,თი ბი სი’’ ბანკთან თანამშრომლობა, შეიქმნება ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც უამრავი საფინანსო თუ ბიზნესტერმინი ეცოდინება და რომელსაც შეეძლება შიდათანამშრომლების გადამზადება. ეს ყველაფერი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. ზოგადად, მაქვს სურვილი ხელოვნური ინტელექტი დავნერგო ყველა სფეროში და დაგეგმილი მაქვს ამ ყველაფრის გლობალურად გატანა. მიმაჩნია, რომ ჩემი ამ საქმიანობით საკუთარ წვლილს შევიტან კაცობრიობის განვითარებაში.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid