close
ედიცინა

ფრთხილად! კლინიკებში საშიში ბაქტერიების მატარებელი მწერები დაფრინავენ

sgdfg

ბრიტანეთში მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ საავადმყოფოში აღმოჩენილი 10 მწერიდან 9 სხეულზე ან სხეულის შიგნით პოტეცნიურად საშიში ბაქტერიის მატარებელია.

ბაქტერიული შტამების დაახლოებით ნახევარი ე.წ. „სუპერბაგია“, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ანტიბიოტიკის სულ მცირე ერთი კლასის მიმართ არიან რეზისტენტული. აღსანიშნავია, რომ აღმოჩენილი ბაქტერიების წინააღმდეგ ყველაზე ნაკლებეფექტური პენიცილინია.

მწერების ორგანიზმში ან ორგანიზმზე 86 ბაქტერიული შტამი აღმოაჩინეს. 41 პროცენტში –  ე-კოლისა და სალმონელას ოჯახების ბაქტერიები.

24 პროცენტში – საკვების მომწამლავი მიკრობი  ბაცილუს ცერეუსი, 19 პროცენტში კი- კანის ინფექციების, ჩირქიანი გამონაყრის და რესპირატორული დაავადებების გამომწვევი ბაქტერიები.

მეცნიერებმა 18 თვის განმავლობაში 20,000 მფრინავი მწერი შეაგროვეს, მათი დაახლეობით ¾ ბუზი იყო, ასევე დაიჭირეს ჭიამაიები, ჭიანჭველები, ბზიკები, ფუტკრები და ჩრჩილები.

მწერების ყველაზე დიდი რაოდენობა გაზაფხულსა და ზაფხულში ფიქსირდება.

კვლევის შედეგები, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Medical Entomology-ში გამოქვეყნდა, ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია კლინიკებსა და საავადმყოფოებში ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვა როგორც მედპერსონალისგან, ასევე პაციენტებისგან რათა შემცირდეს ის პოტენციური რისკები, რომელმაც, შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას მათ ჯანმრთელობას.

წყარო : www.sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2