close
დედამიწა

ორშაბათს სუპერმთვარე გამოჩნდება

უახლოეს დღეებში დედამიწის ცაზე ბოლო შვიდი ათეული წლის განმავლობაში ყველაზე დიდი, კაშკაშა სავსე მთვარე გამოჩნდება.

ასტრონომები აცხადებენ, რომ ორშაბათს სავსე მთვარე დედამიწის ზედაპირს 348,400 კმ მანძილზე მოუახლოვდება, რაც საშუალოზე 22,000 კილომეტრით ახლოა. ასეთი რამ კი 1948 წლის შემდეგ არ მომხდარა.

დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილი მერყეობს, რადგან ის არის კვერცხის ფორმის, და არა წრიული, სხეული ჩვენი პლანეტის გარშემო.

NASA აცხადებს, რომ თუკი ცა მოწმენდილი იქნება მთვარე ჩვეულებრივზე 14 პროცენტით უფრო დიდი და 30 პროცენტით უფრო კაშკაშა გამოჩნდება – ანუ დედამიწის მოსახლეობა სუპერმთვარეს იხილავს.

ვისკონსინის უნივერსიტეტის ასტრონომის ჯიმ ლატის განმარტებით, ყოველი მეთოთხმეტე სავსე მთვარე არის სუპერმთვარე. სავსე მთვარე დედამიწასთან ანალოგიურად 2034 წელს მოუახლოვდება.

იმ შემთხვევაში თუ კვირა ღამით ცა ღრუბლიანი იქნება, სუპერმთვარის სანახავად ორშაბათს შეგიძლიათ გახვიდეთ, რადგან ერთ ღამეში მთვარესა და დედამიწას შორის მანძილი უმნიშვნელოდ შეიცვლება.

 

წყარო: http://www.reuters.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0