close
ნასა ცა

,,ნასა” კვირა საღამოს ექსპერიმენტს ჩაატარებს, რომლის დროსაც აშშ–სა შუა ატლანტიკური სანაპიროს ზემოთ ცაზე მწვანე და წითელი ღრუბლები გამოჩნდება.

ამ ექსპერიმენტით ,,ნასა” შეეცდება უფრო მეტი შეიტყოს დედამიწის ატმოსფეროს ზემოთ მდებარე დამუხტული ნაწილაკების შესახებ.

პატარა რაკეტა 10 ბიდონი ბარიუმითა და სხვა ქიმიური ნივთიერებებით ვირჯინიაში მდებარე ვირჯოფსის კუნძულიდან კვირა საღამოს გაეშვება.

გაშვებიდან დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ ბიდონებიდან ლურჯი-მწვანე და წითელი ორთქლი გამოვა, რომელიც ხელოვნურ ღრუბლები შეგროვდება და ნიუ-იორკიდან ჩრდილოეთ კაროლინამდე გამოჩნდება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ლუმინისცირებული ფერები მზის სხივების საშუალებით ბარიუმთან, სტრონციუმთან და სპილენძის ოქსიდთან ურთიერთქმედებაში შევა.

მიუხედავად იმისა, რომ ფრენა დაახლოებით რვა წუთს გაგრძელდება, ფერადი ღრუბლები 20 წუთის განმავლობაში იქნება ხილვადი.

ნასას მეცნიერები ღრუბლებს გააკონტროლებენ და შეეცდებიან, დედამიწის იონოსფერო უკეთ შეისწავლონ. მათი მიზანია გაარკვიონ, როგორ მოქმედებს იონოსფერო ატმოსფეროს სხვა შრეებთან.

კვირის ექსპერიმენტი ჩაიშლება, თუ დაკვირვების ერთ–ერთ ზონაში მაინც ცა მოწმენდილი არ იქნება.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld