close
ტექნოლოგიები

ნანოტექნოლოგებმა წყლის იაფი და სწრაფი ფილტრები შექმნეს

მკვლევარებმა ნანო გარსები შექმნეს, რომელიც წყლის სხვადასხვა დამაბინძურებლისგან გაფილტვრას აქამდე არსებულ მეთოდებზე გაცილებით სწრაფად და იაფად ხდის შესაძლებელს.

გამოგონებაზე კალიფორნიის გარემოს საინჟინრო  უნივერსიტეტის ასისტენ-პროფესორი ბაოქსია მი მუშაობს. წყლის ფილტრის გარსები ადამიანის თმის ღერზე 100,000 -ჯერ უფრო თხელი გრაფინის ფენებისგან შედგება.

“ჩვენ ის გრაფიტისგან დავამზადეთ, რომელიც არის მასალა, რომელსაც, მაგალითად, ფანქრების დასამზადებლად ვიყენებთ, ასე რომ ის იაფი და მომგებიანია,“ – განაცხადა მიმ.

მისივე თქმით,  წყლის გაფილტვრის მიზნით შესაძლებელია გარსების საოჯახო ონკანებზე ადაპტირება ასევე მისი უფრო ფართო ინდუსტრიული მასშტაბებით გამოყენება.

გარსები ლაბირინთს გავს, რომელშიც წყლის მოლეკულები გაივლის. მოლეკულები სხვადასხვა დამბინძურებლის გასაფილტრად განკუთვნილ სპეციალურ ფენებში გადის.

კიდევ ერთი უპირატესობა რაც გრაფიტის ოქსიდის ფილტრებდ აქვს ის სიჩქარეა, რითაც წყალი მათ გაივლის. ასისტენ-პროფესორი მის მტკიცებით, ეს სიჩქარე ხუთჯერ აღემატება ჩვეულებრივ ფილტრებში წყლის გამავლობის სიჩქარეს.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მათი გამოგონება დაეხმარება სამყაროს გაუმკლავდეს სასმელის წყლის გაფილტრვრასთან დაკავშრებულ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოს განვითარებასთან ერთად სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

წყარო: Reuters

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0