close
მედიცინა

ნაადრევად დაბადებული 245 გრამიანი გოგონა გადარჩა

კალიფორნიელი გოგონა, რომელიც სულ რაღაც 245 გრამი დაიბადა, გადარჩა და უკვე სახლში გაწერეს.
პატარა საბი სან-დიეგოს კლინიკაში 23 კვირის ვადაზე გაჩნდა და ის დაახლოებით მოზრდილი ვაშლის წონა იყო.
საბის დედამ კლინიკას დისკომფორტის გამო მიმართა, სან დიეგოს საავადმყოფოს ექიმებმა ორსულობის გართულების დიაგნოზი დასვეს და მიიღეს გადაწყვეტილება სასწრაფო საკეისრო კვეთის ჩატარების თაობაზე.
ექიმებმა დედას უთხრეს, რომ მისი პატარა 1 საათზე დიდხანს ვერ იცოცხლებდა, თუმცა “მიკრო უდღეური“, როგორც მას ექიმებმა უწოდეს, გაცილებით ძლიერი გამოდგა, ვიდრე ეგონათ.

საბიმ დიდი დრო დაჰყო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ექიმები იხსენებენ, რომ ყველა შესაძლო მანიპულაცია ჩაატარეს, რათა ბავშვი გადაერჩინათ.
გოგონა უკვე აბსოლუტურად ჯანმრთელია და 2 კილოს იწონის. საბი დედასთან ერთად უკვე სახლში გაწერეს. ის მსოფლიოს ყველაზე პატარა ნაადრევად დაბადებულ ბავშვად ითვლება, რომელიც გადარჩა.

BBC

გაზიარება:
fb-share-icon0