close
კომუნიკაციამსოფლიო

მსოფლიოს პირველი 8K ტელეარხი მაუწყებლობას იწყებს

მსოფლიოს პირველი 8K ტელეარხი, BS8K, 1 დეკემრიდან მაუწყებლობას იწყებს. მაუწყებლობის პირველივე დღეს BS8K-ი რეჟისორ — სტენლი კუბრიკის 1968 წლის სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმს კოსმოსური ოდისეა (2001: A Space Odyssey) 8K ფორმატში შეთავაზებს მაყურებელს.
იაპონური ტელეარხის NHK-ის დაკვეთით Warner Bros-მა ფილმი 8K ფორმატში დაასკანერა. არსანიშნავია, რომ 8K UHD – ULTRA HIGH DEFINITION ულტრა მაღალი გამოსახულების ხარისხი, წერტილების რაოდენობა კვადრატულ ინჩზე 7680X4320, 4-ჯერ მეტია ვიდრე 4K და 16-ჯერ მეტი ვიდრე FULL HD. თუმცა, დღეს მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ამ ფორმატის მხარდამჭერის მქონე ტელევიზორი.
NHK აცხადებს, რომ 8K ფორმატზე ის 1995 წლიდან მუშაობს. ტელეარხი აპირებს, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ტრანსლირება 8K გარჩევადობით განახორციელოს.
ტელევიზორების მსხვილმა მწარმოებლებმა –  Samsung-მა დაLG-მ 8K ფორმატის მხარდაჭერის მმქონე ტელევიზორები შექმნეს, თუმცა ისინი ჯერჯერობით მეტისმეტად ძვირია.
NHK-ის ახალი არხი 8K პროგრამებს დღეში 12 საათის განმავლობაში გადმოცემს. მაუწყებლობის დაწყების პირველ დღეს კი, როგორც აღვნიშნეთ, მაყურებელი სტენლი კუბრიკის ფილმს იხილავს. მარტში კი ტელეარხი 8K ფორმატში ცნობილ ფილმ – „ჩემი მშვენიერი ლედი“ შემოგვთავაზებს.
იაპონურმა კომპანია Sharp-მა პირველი 8K ტელევიზორი 2015 წელს გაყიდა და მისი ფასი 133,000 აშშ დოლარი იყო. დღეს კი Samsung-ის 8K ტელევიზორი 15,000 აშშ დოლარი ღირს. 8K გამოსახულების მისაღებად მაყურებელს ასევე ესაჭიროება 8K სატელიტური მიმღები, რომლის ფასი 2,200 აშშ დოლარია, საჭიროა ასევე ოთხი HDMI კაბელი გამოსახულების და ერთი კაბელი ხმის მისაღებად.
იმის გამო, რომ 8K აპარატურა ფართო აუდიტორიისთვის ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომი არაა, NHK “ტრანსლაციის პუქნტექბის” მოწყობას საზოგადოებრივ ადგილებში აპირებს, სადაც 8K ეკრანები იქნება განათვსებული.
„მსოფლიოს პირველი 8K ტვ არხის შექმნა უმნიშვნელოვანესი სიახლეა. თუმცა, მასიურ აუდიტორიაზე გასვლა ჯერ კიდევ ძალია შორი პერსპექტივაა,“ განაცხადა ტექნოლოგიური ახალი ამბების საიტის What Hi-Fi-ის მთავარმა რედაქტორმა ჯო კოქსმა.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0