მსოფლიო კიბოს სამკურნალო ახალი პრეპარატის მოლოდინშია. საქმე ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ ,,აშშ-ის საკვებისა და სამკურნალო პრეპარატების ადმინისტრაციის” (FDA) მრჩეველთა კომიტეტმა კიბოს სამკურნალო ახალ პრეპარატზე უაღრესად მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გასცა.
უკიდურესად პერსონალურ მკურნალობის კურსი -CAR T ლიმფოციტური თერაპია, ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას აღკაზმავს, რათა მან კიბოს უჯრედები შეაჩეროს. FDA-ს მრჩეველთა საბჭოს ათივე წევრმა მკურნალობის ამ მეთოდის სასარგებლოდ მისცა ხმა.
CAR-T მკურნალობის ფარგლებში, ადამიანის უჯრედებს იღებენ, სხეულიდან გამოაქვთ, შემდეგ – აბრუნებენ, სადაც მათ კიბოს უჯრედებზე თავდასხმა შეუძლიათ.
FDA-ს შეუძლია მხედველობაში მიიღოს კომიტეტის რეკომენდაცია, მაგრამ ასევე შეუძლია, მასზე უარი თქვას. ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ოქტომბერში გახდება ცნობილი.
შეჯიბრში, Novartis-თან” ერთად ჩართულია კიდევ ერთი კომპანია Kite Pharma. 101 პაციენტის მკურნალობიდან შედეგი გამოიღო 36%-მა, ხოლო Novartis-ის პრეპარატის შემთხვევაში, 83%-მა.
წყარო: ScienceAlert
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”