close
კვლევებიკულტურამსოფლიო

,,მონა ლიზას შიშველი ესკიზი საფრანგეთში აღმოაჩინეს” – BBC

,,ნახშირით შესრულებული შიშველი ქალის პორტრეტი, რომელიც 150 წელია საფრანგეთში, კონდეს მუზეუმში ინახება, შესაძლოა, ,,მონა ლიზასესკიზი ყოფილიყო,“ – წერს BBC.

ადრე მიიჩნეოდა, რომ მონა ვანას სახელით ცნობილი ქალის პორტრეტი ლეონარდო და ვინჩის სტუდიაში იყო შესრულებული. ახლა კი – ექსპერტები ამბობენ, რომ მხატვარს თვითონ შეეძლო ორივე ტილოს შესრულება. ლუვრში ექსპერტიზის შემდეგ, კურატორების თქმით, შიშველი ქალის პორტრეტი ,,სანახევროდ მაინც” და ვინჩიმ შეასრულა.

კონდეს კურატორიმატიე დელდიკი მიიჩნევს, რომ შიშველი ქალის პორტრეტი ,,მონა ლიზასშესასრულებლად გამზადებული ესკიზია. ლუვრის რესტავრატორის თქმით, ტილო ,,საკმაოდ მაღალი ხარისხისაა” და შექმნის დრო ლეონარდო და ვინჩის სიცოცხლის წლებს ემთხვევა.

ორივე ნახატზე ხელები და ტანი თითქმის იდენტურია, ასევე, ტილოები ერთი ზომისაა. შიშველი ქალის პორტრეტზე არის პატარა ნახვრეტები, რომლებიც, სავარაუდოდ, ,,მონა ლიზას“ კონტურების გასავლებად იყენებდნენ. მიუხედავად ასეთი მსგავსებისა, ნახატის ზედა ნაწილში, თავის გარშემო, კონტურები გაკეთებულია მარჯვენა ხელით, მაშინ, როდესაც ლეონარდო და ვინჩი ცაცია იყო.

ექსპერტები საბოლოო დასკვნებს არ აკეთებენ, რადგან გამოკვლევები ჯერ კიდევ გრძელდება. მათივე თქმით, წინ საკმაოდ დიდი სამუშაო ელოდებათ.

ლეონარდო და ვინჩის ნახატი – ,,მონა ლიზა“, იგივე ,,ჯოკონდა“, დღემდე რჩება რენესანსის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მსოფლიო ხელოვნებისთვის მნიშვნელოვან ნამუშევრად. მიიჩნევა, რომ პორტრეტზე გამოსახული ქალი არის ფლორენციელი ვაჭრის – ფრანჩესკო ჯოკონდოს ცოლი, ლიზა გერარდინი. და ვინჩიმ „მონა ლიზას“ ხატვა, სავარაუდოდ, 1503 წელს დაიწყო და რამდენიმე წლის განმავლობაში დაუსრულებელ ნახატს სულ თან დაატარებდა. ნახატი გამოფენილია ლუვრში.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid