close
გამოგონება - ინოვაცია

მომავალ წელს Apple სრულიად განსხვავებული IPhone 7 გამოუშვებს!

Apple Iphone-ის ხაზის განახლებას გეგმავს
Apple-მა Iphone 7-ის შემდეგ შესაძლოა სრულიად ახალი, პრემიუმ ტელეფონი გამოუშვას.
კომპანიის ანალიტიკოსის მინგ ჩი-კიუს ინფორმაციით, Apple 2017 წლისთვის Iphone-ის ხაზის სრულ განახლებას გეგმავს.
მომავალ წელს, კომპანია გამოუშვებს ახალ ტელეფონს , მრუდი ეკრანითა და სპეციალური დისპლეი ტექნოლოგიით. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ახალი ტელეფონი Iphone-ის არსებულ მოდელებთან შედარებით კიდევ უფრო გაუმჯობესებული იქნება.
რაც შეეხება Iphone 7, მის შესახებ სხვადასხვა ჭორი არსებობს. ჭორების თანახმად უახლესი აიფონი Iphone 6-ზე უფრო თხელი, თუმცა მასზე უფრო ფართო ეკრანი ექნება.
Iphone-7-ის RAM-ი 3GB-მდე გაიზრდება და დანარჩენ Iphone-თან შედარებით ბევრად უფრო ძლიერი პროცესორი ექნება.
Apple Iphone 7-ის გამოშვეგბას მიმდინარე წლის სექტემბერში გეგმავს.

 

წყარო: Independent

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0