close
გამოგონება - ინოვაცია

Microsoft Word-ს აუდიოჩანაწერის ტექსტად ქცევის ფუნქცია დაემატა

Microsoft Word-ს აუდიოჩანაწერის ტექსტად ქცევის ფუნქცია დაემატა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კომპანია Microsoft-ის ცნობით, პირველ ეტაპზე ფუნქცია მხოლოდ Word-ის ონლაინვერსიაში, ინგლისურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. პროგრამას 200 მეგაბაიტამდე მოცულობის აუდიოფაილის დამუშავება შეუძლია. ამასთან ერთად, აუდიოჩანაწერი .mp3, .wav, .m4a ან .mp4 ფორმატში უნდა იყოს შენახული.

ფაილის ატვირთვისა და დამუშავების შემდეგ ეკრანზე ჩნდება პანელი, ტაიმკოდითა და გაშიფრული ტექსტით. მომხმარებელს შეუძლია, დაარედაქტიროს გაშიფრული ტექსტი. გარდა ამისა, პირველ ეტაპზე ერთი მომხმარებლისთვის თვეში 5-საათიანი ლიმიტი მოქმედებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ 2020 წლის ბოლომდე ფუნქცია Office-ის მობილურ ვერსიაშიც გამოჩნდება, შემდეგში კი ის სხვადასხვა ენაზე გახდება ხელმისაწვდომი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response