close
ედამიწაკოლოგიავლევები

მეცნიერებმა პოლარული დათვების მეტაბოლიზმი შეისწავლეს

პოლარული დათვი მეტაბოლიზმი

მეცნიერებმა პოლარული დათვის მეტაბოლიზმი შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ამ მასიური მტაცებლის მომავალზე სანერვიულოდ იმაზე მეტი მიზეზი არსებობს, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი.

მკვლევარებმა ბოფორტის ზღვის ყინულოვან ნაპირზე ზრდასრულ მდედრ პოლარულ დათვებს ზურგზე GPS სატელიტური ვიდეოკამერა დაამაგრეს და მისი აქტივობის დონეს, საკვების მოპოვებასთან დაკავშირებულ მოქმედებებსა და სისხლის ბიოქიმიას დააკვირდნენ -აღმოაჩინეს, რომ ამ სახეობის მეტაბოლიზმი 60% -ით უფრო დიდია, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი.

გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე არქტიკული ზღვის ყინულის შემცირების გამო პოლარული დათვი იძულებულია ნადავლისთვის უფრო შორს წავიდეს.

,,2014, 2015 და 2016 წლების აპრილში 9 პოლარულ დათვს 11 დღის განმავლობაში მაღალტექნოლოგიური სატელიტები დაამაგრეს, რისი საშუალებითაც მათ მოძრაობას უთვალთვალებდნენ და იღებდნენ ვიდეოს, რათა მათ ქცევასა და ნადირობას დაკვირვებოდნენ,”- განაცხადა აშშ-ს გეოლოგიური კვლევის ველური ბუნების ბიოლოგმა – ანტონი პაგანომ.

კვლევამ გამოავლინა მექანიზმები, რომლებმაც პოლარული დათვის სიცოცხლის ხანგრძლივობა და, აქედან გამომდინარე, ამ სახეობის მოსახლეობა, შეამცირა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

ექსპერტთა შეფასებით, პოლარული დათვის მოსახლეობა 22,000 – 31,000-ია.

იმისათვის, რომ პოლარულ დათვს ცივ გარემო-პირობებში ცხოვრებისთვის აუცილებელი ენერგია ჰქონდეს, აუცილებელია, ცხიმიანი კვების რაციონი ჰქონდეს, რისთვისაც საჭიროა, რომ სელაპებით იკვებოს. თუმცა იმის გამო, რომ ზღვის ყინული გლობალური დათბობის გამო შეიცვალა, მას დიდ მანძილზე უწევს ნადავლისთვის გადაადგილება. დაკვირვების ქვეშ მყოფი დათვების უმეტესობამ საგრძნობლად დაიკლო წონაში.

„ისინი იმხელა ენერგიას კარგავენ სიარულში, რომ მის ასანაზღაურებლად სელაპის ჭამაც აღარაა საკმარისი,“ – აცხადებს პაგანო.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid