close
დედამიწა

მეცნიერებმა განმარხებული დინოზავრის ტვინის ქსოვილის პირველ ნიმუშს მიაკვლიეს

A handout photograph shows what scientists have identified as the first known example of fossilised brain tissue from a dinosaur, and say it resembles the brains of modern-day crocodiles and birds, released in London, Britain October 27, 2016. University of Cambridge/Handout via REUTERS

 

ბრიტანელი და ავსტრალიელი მეცნიერები აცხადებენ, რომ თორმეტი წლის წინ სამხრეთ ინგლისში ნაპოვნი პატარა ყავისფერი კენჭი  განმარხებული დინოზავრის ტვინის ქსოვილის პირველი ნიმუშია.

გაქვავებული ტვინი,  რომელიც ენთუზიასტმა ჯემი ჰისკოკსმა 2004 წელს აღმოაჩინა, სავარაუდოდ, დინოზავრის იმ სახეობის წამრომადგენლებს ეკუთვნის, რომლებიც დაახლოებით 133 მილიონი წლის ცხოვრობდნენ.

მკვლევარების მტკიცებით, ტვინის ქსოვილი ასე კარგად შემონახული იმის გამოა, რომ ის დინოზავრის გარდაცვალებიდან მცირე ხანში მაღალი მჟავიანობისა და დაბალი ჟანგბადის შემცველობის წყალში „ჩაამწნილეს“.

„ტვინის ქსოვილის შენახვის შანსი ძალიან მცირეა, ასე რომ, ამ ნიმუშის აღმოჩენა გასაოცარია,“ – განაცხადა კემბრიჯის უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ალექს ლიუმ.

ამავე უნივერსიტეტის მეცნიერი დევიდ ნორმანი კი აცხადებს, რომ აღმოჩენამ გააჩინა კითხვები დინოზავრების, როგორც ძალიან პატარა ტვინიანი ცხოველების აღქმის შესახებ.

ტიპურ ქვეწარმავლებს ხშირი სისხლძარღვებითა და სინუსებით გარშემორტყმული ძეხვის ფორმის ტვინი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტვინს თავისქალის ღრუს მხოლოდ ნახევარი ფართი უკავია.

აღნიშნული განმარხებული ტვინის ქსოვილი კი, როგორც აღმოჩნდა, დაპრესილი იყო, რამაც მეცნიერებს იმის თქმის საფუძველი მისცა, რომ ზოგიერთ დინოზავრს უფრო დიდი ტვინი ჰქონდა.

თუმცა დევიდ ნორმანი და მისი გუნდი აცხადებს, რომ მხოლოდ ამ ერთ ნამარხზე დაყრდნობით დინოზავრების ტვინის ზომასა და ინტელექტის დონეზე  დასკვნის გაკეთება არასწორია.

წყარო: Reuters

თამარ ტაბატაძე

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response